13:46 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-18 12:16:54, 414 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტი - საქართველოში რუსული სახელმწიფოს ჩამოყალიბება მიმდინარეობს - ყველა ინსტიტუცია ერთი პარტიის კონტროლის ქვეშ გადავიდა

საქართველოში რუსული სახელმწიფოს ჩამოყალიბება ეტაპობრივად, მაგრამ ნათლად მიმდინარეობს - ყველა ინსტიტუცია ერთი პარტიის კონტროლის ქვეშ გადავიდა,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, საქართველოში არჩევნების დროს 2 პრინციპი: საყოველთაობა და ფარულობის დაცულობის თვალსაზრისით, ნდობის საკითხი დაირღვა.

„საქართველოში რუსული სახელმწიფოს ჩამოყალიბება მიმდინარეობს ეტაპობრივად, მაგრამ ნათლად. ყველა ინსტიტუცია გადავიდა ერთი პარტიის კონტროლის ქვეშ: პარლამენტი, ცენტრალური საარჩევნო კომისია, ანტიკორუფციული ბიურო, საპენსიო ფონდი, რომლის რეფორმირებაც მიდის, სასამართლო სისტემა მმართველი პარტიის კონტროლის ქვეშ იმყოფება საკონსტიტუციო სასამართლოს ჩათვლით. მივედით, ფაქტობრივად, რუსულ არჩევნებამდე, რა თქმა უნდა, ბრჭყალებში. ეს გახლავთ არჩვენები, რომელიც გახლავთ სისტემატურად და მასობრივად გაყალბებული. ეს იყო მაღალ, დახვეწილ დონეზე გაკეთებული. ეს არ იყო ჩვეულებრივი თაღლითობა, რასაც ვხედავთ ხოლმე არჩევნებზე. სრული კონტროლი გადაეცა ცესკოს და იმ ადამიანებს, რომლებსაც ცესკო ნიშნავდა. ეს ადამიანები იყვნენ ხელისუფლების მიერ განსაზღვრული და დანიშნული პირები. 2 პრინციპი დაირღვა არჩევნების დროს ეს არის საყოველთაობა და ფარულობის დაცულობის თვალსაზრისით ნდობის საკითხი“,- განაცხადა ზურაბიშვილმა [სინქრონული თარგმანი].





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისში 500 Global in Eurasia-ს მეათე ნაკადის დასკვნითი ღონისძიება, დემო დღე გაიმართა
PASHA Bank-ის IPO აზერბაიჯანში - თიბისი კაპიტალი ტრანზაქციის ექსკლუზიური ფინანსური მრჩეველი იყო
სტრასბურგის სასამართლომ ე.წ. FARA-ს და გრანტების კანონზე კომუნიკაციის ეტაპი დაიწყო
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 235-მდე გაიზარდა, 50 000 დაკარგულად ითვლება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics