13:48 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-18 09:36:52, 403 ნახვა

პოლიტიკა
მილერი - ჩვენი მთავრობის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე, საქართველოს მთავრობას დამატებით სანქციებს დავუწესებთ

ჩვენი მთავრობის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე, საქართველოს მთავრობას დამატებით სანქციებს დავუწესებთ,- ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა.

მილერის თქმით, მათ 100-ზე მეტ პირს, რომლებიც პასუხისმგებელნი ან თანამონაწილეები იყვნენ ქართული დემოკრატიის შელახვაში სავიზო შეზღუდვები უკვე დაუწესეს.

„ჩვენ დავაწესეთ სავიზო შეზღუდვები 100-ზე მეტ პირზე, რომლებიც პასუხისმგებელნი იყვნენ ან თანამონაწილეები იყვნენ ქართული დემოკრატიის შელახვაში და შევაჩერეთ აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის მექანიზმი. ასე რომ, საპასუხოდ ერთგვარ კითხვაზე, თუ რას დასჭირდა ამდენი დრო, არ არის ისე, რომ ჩვენ არაფერს ვაკეთებდით მთელი ამ ხნის განმავლობაში. ჩვენ ვდგამდით ნაბიჯებს, რათა ნათლად გამოგვეხატა ჩვენი შეშფოთება და მართლაც - ეს მნიშვნელოვანია - მივცეთ საქართველოს მთავრობას კურსის შებრუნების შანსი, არა? ჩვენ ნათლად განვაცხადეთ, რომ მათთვის ხელმისაწვდომი იყო ალტერნატიული გზა, გზა, რომლისკენაც მათი ხალხი მოუწოდებს და დროდადრო, როცა არჩევანის წინაშე დგებოდნენ, ამ გზას არ ირჩევდნენ. ასე რომ, თქვენ ნახეთ, როგორ გავამკაცრეთ ჩვენი პასუხი და ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი პასუხის გამკაცრებას, მათ შორის დამატებითი სანქციებით. მე წინასწარ არ ვიტყვი რა ხასიათის სანქციები იქნება. მაგრამ ჩვენი მთავრობის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე, დიახ, ჩვენ დავუწესებთ დამატებით სანქციებს საქართველოს მთავრობა“,- განაცხადა მილერმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისში 500 Global in Eurasia-ს მეათე ნაკადის დასკვნითი ღონისძიება, დემო დღე გაიმართა
PASHA Bank-ის IPO აზერბაიჯანში - თიბისი კაპიტალი ტრანზაქციის ექსკლუზიური ფინანსური მრჩეველი იყო
სტრასბურგის სასამართლომ ე.წ. FARA-ს და გრანტების კანონზე კომუნიკაციის ეტაპი დაიწყო
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 235-მდე გაიზარდა, 50 000 დაკარგულად ითვლება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics