12:41 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-15 15:52:52, 385 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე ესტონეთის სანქციებზე - ეს არის იმ პოლიტიკის გაგრძელება, რასაც ჩვენ ბოლო თვეები, წლები და დღეებია ვხედავთ

ეს არის იმ პოლიტიკის გაგრძელება, რასაც ჩვენ ვხედავთ ბოლო თვეებია, ბოლო წლებია, ბოლო დღეებია, - ასე შეაფასა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ესტონეთის მიერ კიდევ 14 თანამდებობის პირის სანქცირების საკითხი.

როგორც კალაძემ აღნიშნა, ყველაფერი დასრულდება აშშ-ის ახალი პრეზიდენტისა და მისი ადმინისტრაციის საქმიანობის დაწყების შემდეგ. 

"კარგად ვხედავთ, თუ რა ბინძური ძალა ებრძვის საქართველოს, თუმცა ყველაფერი დასრულდება 20 იანვრის შემდეგ, როდესაც ახალი ადმინისტრაცია დაიწყებს მუშაობას ამერიკის შეერთებულ შტატებში, პრეზიდენტი, რადიკალურად განსხვავებული მოცემულობა იქნება მსოფლიოშიც, ევროპაშიც და რა თქმა უნდა, საქართველოსთან მიმართებაში",- აღნიშნა კახა კალაძემ. 

მისივე თქმით, ევროპული სახელმწიფოების მხრიდან ქართველი მაღალი თანამდებობის პირების სანქცირება დროებითი პროცესია. 

"საერთოდ არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს. ეს არის დროებითი პროცესი, ყველაფერი შეიცვლება, ყველაფერი დალაგდება. იქნება განსხვავებული მსოფლიო, განსხვავებული ევროპა, ისეთი ევროპა, როგორიც წარმოგვიდგენია ჩვენ, ქართველებს და ქართველების უმრავლესობა მიისწრაფვის. ისეთი ევროპა დაბრუნდება და გვინდა დაბრუნდეს, რადგან დღეს რაც ხდება, მას ევროპულ ღირებულებებთან არანაირი კავშირი არ აქვს. დღეს არის უსამართლობის და ყოველგვარი სიბინძურის კადრების სრული პიკი, თეთრზე პირდაპირ გვიმტკიცებენ, რომ შავია და აქვთ მცდელობა თვალებში ნაცრის შეყრის. ეს ყველაფერი დასრულდება და იმედი გვაქვს, დაბრუნდება ისეთი სამართლიანი ევროპა, საითკენაც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა მიისწრაფვის", - განაცხადა კახა კალაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დათუნაშვილი -კობახიძე აქამდე საოკუპაციო ხაზთან არ იყო ნამყოფი, ახლა დაემატა, რომ ბაზარსა და მაღაზიაშიც არ არის ნამყოფი
კობახიძიე ისევ აკრიტიკებს გერმანიას და ევროპაში ყველაზე ძლიერ ქვეყანას კომიკურს უწოდებს
კობახიძე სამთავრობო ცვლილებებზე - ალიანსს მიღმაც არ ვაპირებთ ოპოზიციიდან კადრების მოზიდვას
დიდი ბრიტანეთი სამხედრო ბანკის შექმნას გეგმავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics