13:49 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-14 09:24:57, 411 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტში პრეზიდენტის ასარჩევად კენჭისყრა დაიწყო [ვიდეო]

საქართველოს პარლამენტში პრეზიდენტის ასარჩევად კენჭისყრა დაიწყო.

პროცედურა პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში მიმდინარეობს.

ხმის მიცემის დაწყებამდე კოლეგიის წევრებს კენჭისყრის პროცედურა ცესკოს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა გააცნო.

კენჭისყრა 14:00 საათამდე გაგრძელდება, რის შემდეგაც ცესკო არჩევნების შედეგებს შეაჯამებს.

შეგახსენებთ, პრეზიდენტობის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილია დასახელებული. ყაველაშვილის კანდიდატურა 27 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა წარადგინა.​ მეექვსე პრეზიდენტის ინაუგურაცია 29 დეკემბერს გაიმართება. 

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მოქმედ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, რომელიც 2018 წლის 28 ნოემბერს აირჩიეს, უფლებამოსილების ვადა დეკემბერში ეწურება.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ხმაური იყო მარნეულის სოფელ შულავერში გამართულ აქციაზე - ვიდეო
Global Finance-ის დაჯილდოების ცერემონიაზე საქართველოს ბანკს მდგრადი დაფინანსების მიმართულებით საქართველოში საუკეთესო ბანკის ჯილდო გადაეცა
კობახიძემ ომში მყოფი უკრაინა გააკრიტიკა- უკრაინაში ჩამოქცეულია ეკონომიკა, დანგრეულია ინფრასტრუქტურა
დათუნაშვილი -კობახიძე აქამდე საოკუპაციო ხაზთან არ იყო ნამყოფი, ახლა დაემატა, რომ ბაზარსა და მაღაზიაშიც არ არის ნამყოფი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics