|
2016-03-01 18:28:54, 896 ნახვა
სამხედრო
აშშ-ის ევროპული სარდლობის მთავარი სერჟანტი საქართველოში ვიზიტს განაგრძობს
საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფი აშშ-ის ევროპული სარდლობის მთავარი სერჟანტი შერილ ლაიონი გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრს ესტუმრა. სტუმართან ერთად სერჟანტთა მომზადების ცენტრში საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარი სერჟანტი ბესო ხატიაშვილი იმყოფებოდა. გაცნობითი ბრიფინგის დროს, სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ლაშა დავითაძემ შერილ ლაიონს ცენტრის ისტორიისა და სპეციფიკის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა. პრეზენტაციის დასრულების შემდეგ, აშშ-ის ევროპული სარდლობის მთავარმა სერჟანტმა ცენტრის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა. დღის ბოლოს, შერილ ლაიონი მეოთხე მექანიზირებული ბრიგადის სასროლეთზე OCC-ის ბატალიონის წვრთნას დაესწრო.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)