2024-12-13 11:58:26, 5573 ნახვა
სპეციალური ანონსი
თბილისში დღეს რამდენიმე საპროტესტო მსვლელობა გაიმართება
დღეს, 13 დეკემბერს სხვადასხვა სფეროსა და პროფესიის წარმომადგენლები აქცია-მსვლელობებს გამართავენ.
უწყვეტი პროტესტის მე-16 დღეს ხალხი ქუჩაში დღის სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ადგილზე შეიკრიბება.
გთავაზობთ საპროტესტო აქციის სიის განრიგს:
- 11:00-19:00 - IT/TECH კომუნის პროტესტი - რესპუბლიკის მოედანი.
- 12:00 - სტარტაპერების პროტესტი - ტექნოპარკი.
- 12:00 - „ქართველი მეწარმეები ევროპულ გზაზე“ - „აწარმოე საქართველოს“ ოფისი.
- 13:00 - 1 საათით ყველა წყვეტს მუშაობას და გავდივართ გარეთ.
- 13:00 - სტუდენტების აქცია - განათლების ხარისხის ეროვნულ ცენტრთან.
- 13:00 - HR და ტრენერები ევროპისკენ - მსვლელობა რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტის შენობამდე.
- 13:00 - იფიცება ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაცია - შეუერთდებიან მსვლელობას რესპუბლიკის მოედანთან.
- 14:00 - მუსიკის სფეროს პროტესტი - მსვლელობა კონსერვატორიის შენობიდან კულტურის სამინისტროსკენ.
- 14:30 - მარკეტერები, PR სპეციალისტები, შემოქმედებითი ინდუსტრიის წარმომადგენლების აქცია - მსვლელობა ვაკის პარკიდან პარლამენტისკენ.
- 17:00 - ადვოკატები, იურისტები, საქართველოს იურიდიული ფორმების ასოციაციის აქცია - საქართველოს უზენაესი სასამართლო.
- 17:00 - ღვინის კომუნის პროტესტი - ეკონომიკის სამინისტრო.
- 17:00 - სამედიცინო საზოგადოების (ექიმები, ლექტორები, სტუდენტები) აქცია-მარში - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ეზო.
- 18:00 - „ემიგრანტები და მათი ოჯახები რუსული რეჟიმის წინააღმდეგ“ - მარჯანიშვილის მეტრო.
- 18:00 - „აჩვენე სიმართლე“- აქცია ტელეკომპანია „იმედთან“ - ლუბლიანას 5.
- 19:00 ელექტრონული მუსიკის სცენისა და საკლუბო მუსიკის წარმომადგენლების აქცია - მსვლელობა მარჯანიშვილის მოედნიდან პარლამენტისკენ.
- 20:00 - ფსიქოლოგების მარში - რესპუბლიკის მოედანი.
- 20:00 - სოციალური მუშაკების მარში.
თბილისში საერთო აქცია 19:00 საათზე, პარლამენტთან დაიწყება.
ავტორი: ექსპრესნიუსი,