|
2016-03-01 17:30:38, 335 ნახვა
პოლიტიკა
"თავისუფალი დემოკრატების" წევრები შს მინისტრს შეხვდნენ
"თავისუფალი დემოკრატების" წევრები შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი მღებრიშვილს შეხვდნენ. შეხვედრის თემა პარტიის გენერალურ მდივან ალექსი პეტრიაშვილზე თვდასხმა იყო. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატების" თავმჯდომარე ირაკლი ჩიქოვანმა ჟურნალისტებს განუცხად, მინისტრის ინფორმაციით, გამოძიება წინ მიდის და დამნაშავეები დაუსჯელები არ დარჩებიან. "მინისტრმა დაგვარწმუნა, რომ გამოძიება წინ მიდის და რეალურად ეს საქმე არ დარჩება დამნაშავეების დაუსჯელად. ძალიან კარგია, რომ შეხვედრა შედგა. ჩვენ იგივე აზრზე ვრჩებით, რომ აუცილებელია ძალიან სწრაფი გამოძიება, ვინაიდან ეს ისე მოქმედებს ქვეყნის შიგნით არსებულ მდგომარეობაზე, როგორც ქვეყნის გარეთ არსებულ მდგომარეობაზე",-განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა. რაც შეეხება მუხლის კვალიფიკაციას, ვიქტორ დოლიძის თქმით, გამორიცხული არაა, გამოძიების მიმდინარეობის დროს მუხლი შეიცვალოს, როგორც ზოგადად პრაქტიკაში ხდება: "გამოძიების დეტალებზე საუბარი არ ყოფილა. რაც შეეხება კვალიფიკაციას, შესაძლოა გამოძიების დროს კვალიფიკაცია შეიცვალოს. როგორც მინისტრმა გვითხრა, ამგვარი პრაქტიკა არსებობს, აქ რაფერი განსაკუთრებული არ არის", - აღნიშნა ვიქტორ დოლიძემ. შეგახსენებთ, 26 თებერვალს, თბილისში, საბურთალოს რაიონში, უცნობმა პირებმა ალექსი პერტიაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ორივე ქვედა კიდური დაუზიანეს. მომხდარის შესახებ შეტყობინება გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში ახლომდებარე საცხოვრებელ კორპუსში მცხოვრები მოქალაქისგან შევიდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტმა გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. შემთხვევა საბურთალოს პანთეონის ძმათა სასაფლაოს ტერიტორიაზე მოხდა. ალექსი პეტრიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)