17:45 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-01 17:03:41, 583 ნახვა

საზოგადოება
პროექტი „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა" დაიწყო

იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგანმანათლებლო პროექტი - „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა" დაიწყო.

ეროვნული არქივის თანამშრომლები პროექტში ჩართულ თბილისის, მცხეთისა და რუსთავის სკოლებში პირველი რესპუბლიკის თემაზე პრეზენტაციებს ატარებენ.

პროექტში 32 სკოლაა ჩართული.

„პროექტი შედგება პრეზენტაციებისა და ვიქტორინის ეტაპებისგან. 1918-1921 წლების ისტორიასთან დაკავშირებით პრეზენტაციების დასრულების შემდეგ სკოლებში, VIII-XI კლასის მოსწავლეებისაგან, ჩამოყალიბდება ვიქტორინაში მონაწილე ჯგუფები, რომლებიც მაისის თვეში ეროვნულ არქივში დაგეგმილ ვიქტორინაში შეეჯიბრებიან ერთმანეთს. გამარჯვებულები გამოვლინდებიან ორ ნომინაციაში: „საუკეთესო გუნდი" და  „საუკეთესო მოთამაშე" და  დაჯილდოვდებიან სხვადასხვა პრიზითა და სიგელით.

საგანმანათლებლო პროექტ - ვიქტორინას თემაზე: „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა" საფუძველი 2015 წელს ჩაეყარა. ღონისძიებამ საზოგადოების დიდი დაინტერესება გამოიწვია. სწორედ ამიტომ გადაწყდა, რომ  2015/2016 სასწავლო წელს ღონისძიება გაფართოებულიყო და მასში,  თბილისთან ერთად, ჩართულიყო მცხეთისა და რუსთავის სკოლებიც.

ეროვნული არქივი მდიდარია პირველი რესპუბლიკის ისტორიის ამსახველი როგორც წერილობითი, ისე ფოტო და კინოდოკუმენტებით. საგანმანათლებლო პროექტი პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ისტორიით მოსწავლეთა დაინტერესებას ემსახურება“, - აცხადებენ ეროვნულ არქივში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„საზოგადოება იწყებს დაღლას.“ პუტინის რეიტინგი საპენსიო რეფორმის შემდეგ მკვეთრად დაეცა.
საააპელაციო სასამართლომ საბა ჯიქიას გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა
DRI: კრიტიკული მედიისთვის სახელმწიფო საგადასახადო ინსტრუმენტს შერჩევითად იყენებს
ოპოზიციის ალიანსი: დიუშენის შემთხვევამ ცხადყო, რამდენად მოშლილია სახელმწიფო ინსტიტუცია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics