02:20 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-10 09:06:55, 447 ნახვა

პოლიტიკა
რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია დასრულებულია

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია ამ დროისთვის დასრულდა.

საავტომობილო მოძრაობა გაიხსნა და დასუფთავების სამსახურმა მუშაობა დაიწყო.

რუსთაველის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებზე აღარ არიან პოლიციის ეკიპაჟები.

აქციის მე-12 დღეს, მომიტინგეებმა პარლამენტის შენობის წინ შეკრება, დაახლოებით, 19:00 საათზე დაიწყეს.

შეგახსენებთ, თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე აქცია 28 ნოემბრიდან იმართება. საქართველოსა და სხვა დიდ ქალაქებში საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გაახმოვანა „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დადგება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics