16:10 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-09 16:28:54, 1384 ნახვა

საზოგადოება
„გორგია“ - გარკვეული პროდუქციის რეალიზაცია შეგვეზღუდა - პროდუქციის თაროებზე დასაბრუნებლად აქტიურად ვმუშაობდით

გასული კვირის ბოლოს, როგორც ცალკეულ მაღაზიებს, მათ შორის ჩვენც, შეგვეზღუდა გარკვეული პროდუქციის რეალიზაცია,- ამის შესახებ განაცხადებას ჰიპერმარკეტების ქსელი "გორგია" ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, "გორგია" მუშაობს იმისთვის, რომ პროდუქცია რეალიზაციაში დაბრუნდეს და ხელმისაწვდომი იყოს ყველასთვის.

"გასული კვირის ბოლოს, როგორც ცალკეულ მაღაზიებს, მათ შორის ჩვენც, შეგვეზღუდა გარკვეული პროდუქციის რეალიზაცია.

მარკეტებმა პროდუქცია გადაიტანეს საწყობებში თანამშრომლებისთვის თვალსაჩინო ადგილზე. ამასთანავე, აქტიურად ვმუშაობდით პროდუქციის თაროებზე დასაბრუნებლად, რადგან ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს პროდუქცია გახდეს ისევ ყველასათვის ხელმისაწვდომი.

ყველაზე უკეთ, სწორედ თქვენ, ჩვენმა მომხმარებლებმა იცით, რომ ერთადერთ, უპირობო, განვითარების გზად სწორედ ევროკავშირი მიგვაჩნია, ხოლო თავისუფალი აზრის გამოხატვის გზაზე, თითოეული თქვენგანის უსაფრთხოება ჩვენთვის ყველაფერზე მნიშვნელოვანია",- ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ჰიპერმარკეტმა "გორგიამ" საპროტესტო აქციებზე თავდაცვისთვის საჭირო ნიღბები და სათვალეები გაყიდვიდან ამოიღო და აღნიშნა, რომ მათ აღნიშნული პროდუქცია მარაგში აღარ ჰქონდათ. მოგვიანებით გავრცელდა ვიდეოკადრები, სადაც ჩანს, რომ პროდუქცია საწყობშია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მარგუს ცაჰკნა - ძალიან ვწუხვარ, რომ ქართული რეჟიმი აბსოლუტურად სხვა გზას მიჰყვება, არა ევროკავშირისკენ გზას
16-17 ივნისს თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 18 ივნისს გაწვიმდება
რუსული ავიაკომპანია Red Wings ბათუმისკენ ფრენებს კიდევ 6 ქალაქიდან შეასრულებს
თენგიზ შარმანაშვილი პოლიციელების მხრიდან ძალადობაზე - კიდევ მოხდება ხვალაც, ზეგაც
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics