20:50 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-08 13:13:10, 384 ნახვა

პოლიტიკა
ჭყონია - გუშინ მე რასაც ვუყურე ოპერატორი იყო რიგითი ანწუხელიძე - სამართალდამცავები აღარ არსებობენ

გუშინ მე რასაც ვუყურე ოპერატორი იყო რიგითი ანწუხელიძე - როგორც ანწუხელიძეს ფეხებით შედგნენ, სცემდნენ და ცემაში მოკლეს, ეს უნდოდათ,- ასე ეხმაურება „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი ივა ჭყონია გუშინ, საპროტესტო აქციის დროს „TV პირველის“ ოპერატორ გიორგი შეწირულის ცემის ფაქტს.

როგორც ჭყონიამ აღნიშნა, „ქვეყანაში ყველა ინსტიტუტი ჩამოშლილია და სამართალდამცავები აღარ არსებობენ“.

„ჩამოშლილია ყველა ინსტიტუტი, სამართალდამცავები აღარ არსებობენ. დღეს სახეზეა სრული თავგასულობა. გუშინ მე რასაც ვუყურე ოპერატორი იყო რიგითი ანწუხელიძე. როგორც ანწუხელიძეს ფეხებით შედგნენ, სცემდნენ და ცემაში მოკლეს, ეს უნდოდათ. რუსული რეჟიმი გვმართავს. ვინ უნდა გამოიძიოს? არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ? ვინ აღიარებს ამათ? გამოდით, არდანებდეთ, თქვენი შვილების მომავალი ხელში არ ჩაუგდოთ. ყველა ადამიანი, ვინც რამით არის დაკავებული, ქვეყნისთვის დოვლათს ქმნის, გამოდით. დღეს ყველანი, ვის თავზეც გადაიარეს, ხართ ანწუხელიძეები. ქართველი ხალხი იზეიმებს ბედნიერ ახალ წელს, ბანდიტებს ამ ქვეყანას არ დავუთმობთ“,- განაცხადა ჭყონიამ.

შეგახსენებთ, გუშინ 7 დეკემბერს, „TV პირველის“ ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძესა და ოპერატორ გიორგი შეწირულს საპროტესტო აქციაზე ნიღბიანი პირები სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ორივე მათგანი მიღებული დაზიანებებით ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მეტროსადგურ ისანში კაცი ლიანდაგებში ჩავარდა
რუსეთის ინტერესთა სექცია: დავასუფთავეთ კუკიის სასაფლაოზე მდებარე სამამულო ომის მემორიალი
ზურაბიშვილი პარტიების აკრძალვაზე: ოცნებას კონკურენციის და დემოკრატიის უნარი არ გააჩნია
ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე განაჩენი 6 მაისს გამოცხადდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics