20:50 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-08 01:06:46, 451 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტი - წარმოუდგენელი და მზარდი ტერორი მედიის წინააღმდეგ - „ოცნების“ სასტიკი რეჟიმი ნამდვილ სახეს აღარ მალავს

წარმოუდგენელი და მზარდი ტერორი მედიის წინააღმდეგ,- ასე ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „TV პირველის“ ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძესა და ოპერატორ გიორგი შეწირულზე თავდასხმას. 

როგორც პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს, „რეჟიმი სახეს აღარ მალავს“.

„ტერორი საქართველოში: „ქართული ოცნების“ სასტიკი რეჟიმი ნამდვილ სახეს აღარ მალავს, პირდაპირ ეთერშიც კი.

წარმოუდგენელი და მზარდი ტერორი მედიის წინააღმდეგ - ძალადობა მედიაზე და ჟურნალისტების სასტიკი ცემა, რომლებიც უბრალოდ ასრულებენ თავიანთ საქმეს!“ - წერს სალომე ზურაბიშვილი X-ზე.

შეგახსენებთ, დღეს, 8 დეკემბერს თბილისში, ბესიკის ქუჩაზე „TV პირველის“ ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძესა და ოპერატორ გიორგი შეწირულზე თავდასხმა განხორციელდა. ორივე მათგანი მძიმე დაზიანებებით ინგოროყვას კლინიკაშია გადაყვანილი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მეტროსადგურ ისანში კაცი ლიანდაგებში ჩავარდა
რუსეთის ინტერესთა სექცია: დავასუფთავეთ კუკიის სასაფლაოზე მდებარე სამამულო ომის მემორიალი
ზურაბიშვილი პარტიების აკრძალვაზე: ოცნებას კონკურენციის და დემოკრატიის უნარი არ გააჩნია
ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე განაჩენი 6 მაისს გამოცხადდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics