20:53 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-08 00:14:39, 413 ნახვა

პოლიტიკა
ხაზარაძე - „TV პირველის” ჟურნალისტებზე თავდასხმა თავისუფალ მედიაზე ივანიშვილის და მისი კრიმინალური ბანდის შურისძიებაა

პირადად ბიძინა ივანიშვილს და ვახტანგ გომელაურს ეკისრებათ მთელი პასუხისმგებლობა ამ დანაშაულზე!- ასე ეხმაურება „ძლიერი საქართველოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე „TV პირველის“ გადამღებ ჯგუფზე თავდასხმას.

როგორც ხაზარაძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ წერს,  აღნიშნული ფაქტი დაუსჯელი არ უნდა დარჩეს.

„TV პირველის” ჟურნალისტებზე თავდასხმა არის ბიძინა ივანიშვილის და მისი კრიმინალური ბანდის შურისძიება თავისუფალ მედიაზე, სიმართლეზე, იმ ადამიანებზე, რომლებიც აშიშვლებენ რეჟიმს. მალე გაეცემათ კანონიერი პასუხი ყველა ამ ძალადობაზე!

პირადად ივანიშვილს და გომელაურს ეკისრება მთელი პასუხისმგებლობა ამ დანაშაულზე! ეს დაუსჯელი არ დარჩება!“,- წერს ხაზარაძე.

შეგახსენებთ, დღეს, 8 დეკემბერს თბილისში, ბესიკის ქუჩაზე „TV პირველის“ ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძესა და ოპერატორ გიორგი შეწირულზე თავდასხმა განხორციელდა. ორივე მათგანი მძიმე დაზიანებებით ინგოროყვას კლინიკაშია გადაყვანილი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მეტროსადგურ ისანში კაცი ლიანდაგებში ჩავარდა
რუსეთის ინტერესთა სექცია: დავასუფთავეთ კუკიის სასაფლაოზე მდებარე სამამულო ომის მემორიალი
ზურაბიშვილი პარტიების აკრძალვაზე: ოცნებას კონკურენციის და დემოკრატიის უნარი არ გააჩნია
ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე განაჩენი 6 მაისს გამოცხადდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics