18:15 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-07 17:08:31, 481 ნახვა

საზოგადოება
DRI - „ქართულო ოცნება“ მშვიდობიან დემონსტრანტებს ორგანიზებული დანაშაულითა და მწვავე რეპრესიული პოლიტიკით ებრძვის

„ქართულო ოცნება“ მშვიდობიან დემონსტრანტებს ორგანიზებული დანაშაულითა და მწვავე რეპრესიული პოლიტიკით ებრძვის,- ამის შესახებ დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ (DRI) განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, განსაკუთრებით საგანგაშოა საპოლიციო ძალების მიერ აქციის დაშლის ტაქტიკა - მშვიდობიანი დემონსტრანტები, ფაქტობრივად, ალყაში მოაქციეს, რა დროსაც საერთაშორისო სტანდარტებისა და შსს-ს სამოქმედო ინსტრუქციით დადგენილი წესების უხეში დარღვევით იყენებდნენ დიდი რაოდენობის უცნობი ქიმიური ნივთიერების გაზის კაფსულებს.

„დემოკრატიის კვლევის ცენტრი“ ეხმიანება 6-7 დეკემბერს რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს და მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, დაუყოვნებლივ გამოიძიოს სამართალდამცავთა მხრიდან სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენის შემთხვევები და იმოქმედოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, გამოძიების მიმდინარეობის შესახებ, მიაწოდოს საზოგადოებას დროული ინფორმაცია.

განსაკუთრებით საგანგაშოა საპოლიციო ძალების მიერ აქციის დაშლის ტაქტიკა - მშვიდობიანი დემონსტრანტები, ფაქტობრივად, ალყაში მოაქციეს, რა დროსაც საერთაშორისო სტანდარტებისა და შსს-ს სამოქმედო ინსტრუქციით დადგენილი წესების უხეში დარღვევით იყენებდნენ დიდი რაოდენობის უცნობი ქიმიური ნივთიერების გაზის კაფსულებს.

საპოლიციო ძალების მიერ  დიდი რაოდენობით უცნობი ქიმიური ნივთიერების გაზის კაფსულების გამოყენება საგანგაშო იყო იმ თვალსაზრისითაც, რომ წინა დღეების მსგავსად, ამ შემთხვევაშიც,  სამართალდამცავებმა აქციაზე მიმავალ პირებს, უკანონოდ ჩხრეკის შედეგად,  ჩამოართვეს აირწინაღები, ნიღბები და სხვა დამცავი საშუალებები, რაც, არ წარმოადგენს ისეთ ნივთს, რომელიც საფრთხეს უქმნის მის ან/და სხვის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას“,- აღმიშნულია განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მაისიდან მოყოლებული, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ყირიმისკენ მიმავალ „სახმელეთო ხიდზე“ საწვავის ცისტერნებსა და სატვირთო მანქანებზე დაახლოებით 200 დარტყმა განახორციელეს.
Amnesty International - საქართველოში სამოქალაქო თავისუფლებები შემცირდა
საქართველოში ნებართვის გარეშე VI საუკუნის ეკლესია დაანგრიეს - ოცნების რეჟიმი არ რეაგირებს
UFC-ის ხელმძღვანელი: თოფურიამ თვალის სერიოზული ტრავმა მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics