18:59 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-07 02:14:31, 556 ნახვა

საზოგადოება
სახალხო დამცველი - მოვუწოდებთ შსს-ს, დადგენილი საფუძვლის გარეშე არ მოახდინოს მოქალაქეთა შემოწმებები

მოვუწოდებთ შსს-ს, დადგენილი საფუძვლის გარეშე არ მოახდინოს მოქალაქეთა შემოწმებები,- ამის შესახებ სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი განცახდებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, პირის ზედაპირული შემოწმება გულისხმობს მისი ტანსაცმლის მხოლოდ გარე ზედაპირზე ხელით, სპეციალური ხელსაწყოთი ან საშუალებით შეხებას.

„საყურადღებოა, რომ ბოლო დღეების განმავლობაში მედიითა და სოციალური ქსელებით ვრცელდება ინფორმაცია, რომ მეტროში სამართალდამცავები აგრძელებენ საპოლიციო ღონისძიებების, მათ შორის, ზედაპირული დათვალიერების ჩატარებას, რასაც მგზავრთა უკმაყოფილება და მათთან შელაპარაკება მოჰყვება. 

მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს - საპოლიციო ღონისძიებების გატარებისას, მათ შორის, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ზედაპირული შემოწმებისა და დათვალიერების განხორციელების დროს, მკაცრად იმოქმედოს დადგენილი წესებით და კანონმდებლობით დადგენილი საფუძვლის გარეშე არ მოახდინოს მოქალაქეთა შემოწმებები. 

საზოგადოებას განვუმარტავთ, რომ პირის ზედაპირული შემოწმება გულისხმობს მისი ტანსაცმლის მხოლოდ გარე ზედაპირზე ხელით, სპეციალური ხელსაწყოთი ან საშუალებით შეხებას. ამასთან, პოლიციელი ზედაპირული შემოწმება და დათვალიერების განხორციელებისას ვალდებულია შეადგინოს შესაბამისი ოქმი. 

უფლებადარღვევის შემთხვევებზე შეტყობინების მიღების მიზნით, სახალხო დამცველის აპარატის ცხელი ხაზი - 14 81 მუშაობს 24 საათიან რეჟიმში“,- აღნიშნულია განცხადებაში. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მაისიდან მოყოლებული, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ყირიმისკენ მიმავალ „სახმელეთო ხიდზე“ საწვავის ცისტერნებსა და სატვირთო მანქანებზე დაახლოებით 200 დარტყმა განახორციელეს.
Amnesty International - საქართველოში სამოქალაქო თავისუფლებები შემცირდა
საქართველოში ნებართვის გარეშე VI საუკუნის ეკლესია დაანგრიეს - ოცნების რეჟიმი არ რეაგირებს
UFC-ის ხელმძღვანელი: თოფურიამ თვალის სერიოზული ტრავმა მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics