05:40 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-07 00:49:33, 438 ნახვა

პოლიტიკა
სპეცრაზმი თავისუფლების მოედნიდან რუსთაველის გამზირისკენ მიემართება - დააკავეს რამდენიმე პირი

თბილისში, თავისუფლების მოედნიდან სპეციალური დანიშნულების რაზმის წარმომადგენელები და სპეცტექნიკა რუსთაველის გამზირის მიმართულებით გადადგილდებიან.

პარალელურად ისმის გაფრთხილება, რომ აქციის მონაწილეები დაიშალონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ წინააღმდეგ სპეციალური საშუალებები იქნება გამოყენებული.

სპეცრაზმის გადაადგილებასთან ერთად, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მოქალაქეების დაკავება მიმდინარეობს.

ადგილზე სასწრაფო დახმარების მანქანებია მობილიზებული.

მანამდე, წყლის ჭავლის მანქანები მეტროსადგურ „თავისუფლების მოედნის“ მიმდებარე ტერიტორიასა და ჭიჭინაძის ქუჩაზე გამოჩნდა. ჭიჭინაძისა და 9 აპრილის ქუჩებზე იყო მობილიზებული სპეცრაზმი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics