22:04 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-06 21:31:04, 430 ნახვა

პოლიტიკა
დათუნაშვილი - გამოვედით შეხვედრიდან, დაგვახვედრეს ტიტუშკები და არანაირი ფორმა არ ეცვა, მომვარდა, დაეცა თვითონ და მეც წამიყოლა

გამოვედით შეხვედრიდან, დაგვახვედრეს ტიტუშკები და არანაირი ფორმა არ ეცვა, მომვარდა, დაეცა თვითონ და მეც წამიყოლა,- ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრმა და მსოფლიო ჩემპიონმა, ზურაბ დათუნაშვილმა „მთავარ არხთან“ განაცხადა.

სასამართლომ მსოფლიო ჩემპიონს ზურაბ დათუნაშვილს სიტყვიერი შენიშვნა მისცა და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.

„გამოვედით შეხვედრიდან, დაგვახვედრეს ტიტუშკები და არანაირი ფორმა არ ეცვა, მომვარდა, დაეცა თვითონ და მეც წამიყოლა. ფიზიკურ ძალადობასაც ჰქონდა ადგილი. მანქანაშიც ძალადობდნენ, მერე ერთ-ერთმა მიცნო და მაგის მერე შეწყვიტეს ძალადობა. სამწუხაროა ზუსტად ეგ, საკანში რომ შევედი იქ იყო ეთნიკურად აზერბაიჯანელი ქართველი ბიჭი, რომელიც ვერ იცნეს და სამწუხაროდ ძალიან იყო ნაცემი“,- განაცხადა ზურაბ დათუნაშვილმა.

შეგახსენებთ, „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი და მსოფლიო ჩემპიონს ზურაბ დათუნაშვილი 4 დეკემბერს თავისუფლების მოედანთან იმ დროს დააკავეს, როცა ქაორთიარდ მერიოტში ოპოზიციის წევრები იყვნენ შეკრებილი. ზურაბ დათუნაშვილი ძალადობის ბრალდებით დააკავეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
მეტროსადგურ ისანში კაცი ლიანდაგებში ჩავარდა
რუსეთის რეჟიმმა გადაწყვიტა, 9 მაისამდე მოსკოვში ყველა მობილური კომუნიკაცია ჩაახშოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics