|
2024-12-06 20:48:58, 418 ნახვა
პოლიტიკა
ხაზარაძე - ელისაშვილი უკრაინაში იბრძოდა რუსეთის წინააღმდეგ - რუსთაველზეც რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა და ამიტომ ისჯება
ეს არის პოლიტიკური დევნა! ეს არის რუსული დავალების შესრულება! - ასე ეხმაურება კოალიცია “ძლიერი საქართველოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე ამავე კოალიციის წევრის, ალეკო ელისაშვილის სასამართლო პროცესს. ხაზარაძის განცხადებით, „ელისაშვილი უკრაინაში იბრძოდა რუსეთის წინააღმდეგ - ელისაშვილი რუსთაველზეც რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა და ზუსტად ამიტომ ისჯება“.
შეგახსენებთ, კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ალეკო ელისაშვილი 4 დეკემბერს დააკავეს, 5 დეკემბერს, მას პროკურატურამ ბრალი წარუდგინა, დღეს, 6 დეკემბერს კი, თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, მას ბრალი ედება სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, რაც გულისხმობს ძალადობის გამოყენებით ჩადენილ დევნას. უწყების ცნობით, „გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 2 დეკემბერს, თბილისში, კოსტავას ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ აფთიაქთან, ელისაშვილი პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნების“ წევრს, 1954 წელს დაბადებულ ა.ბ.-ს თავს დაესხა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა პარტიული შეხედულების გამო“. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)