|
2024-12-06 10:48:19, 5284 ნახვა
პოლიტიკა
ლიეტუვის სეიმმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც მოუწოდებს EU-ს, საქართველოს ოფიციალურ პირებს პერსონალური სანქციები დაუწესოს
ლიეტუვის სეიმმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც მოუწოდებს ევროკავშირს, საქართველოს ოფიციალურ პირებსა და პოლიტიკურ ლიდერებს პერსონალური სანქციები დაუწესოს. რეზოლუცია, (პროექტი No XVP-47), რომელიც სეიმმა 109 ხმით ერთის წინააღმდეგ მიიღო, საქართველოში ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შესახებ ევროპარლამენტის მოწოდებასაც მხარს უჭერს.
რეზოლუციაში ასევე ნათქვამია, რომ სეიმი მტკიცედ უჭერს მხარს ქართველი ხალხის ლეგიტიმურ ევროპულ მისწრაფებებს და მათ სურვილს, აყვავებულ დემოკრატიულ ქვეყანაში იცხოვრონ.
სეიმი რეზოლუციაში ასევე აღნიშნავს, გააგრძელებს ქართველი ხალხის ევროკავშირში ინტეგრაციის მისწრაფებების მხარდაჭერას, თუმცა ამ გზაზე პროგრესი შეჩერებულია მანამ, სანამ არ გადაწყდება ძირითადი პრობლემები, რომლებიც დაკავშირებულია ევროკავშირის გაფართოების ფუნდამენტურ კრიტერიუმებთან.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)