17:45 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-25 12:50:32, 631 ნახვა

საზოგადოება
ევროკავშირის/შენგენის სავიზო რეგულაციების შესახებ სპეციალიზირებული ტრეინინგი გაიმართა

თბილისში, სასტუმრო „რუმსში“ ევროკავშირის/შენგენის სავიზო რეგულაციების შესახებ სპეციალიზირებული ტრეინინგი გაიმართა, რომელსაც ავსტრიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს სავიზო საკითხების მთავარი ექსპერტი, კარლ-აუგსტ ლუქსი უძღვებოდა.

ტრეინინგს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, იუსტიციის სახლის, საზოგადოებრივი ცენტრებისა და ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის, ასევე მიგრაციის სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, ღონისძიების მსვლელობისას განიხილეს ისეთი თემები, როგორებიცაა ევროკავშირის/შენგენის ერთიანი სავიზო პოლიტიკის სამართლებრივი ჩარჩო და არსებული პრაქტიკა, სავიზო აპლიკაციების დამუშავების ზოგადი პროცედურები და სავიზო ინფორმაციის სისტემა. შეხვედრისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის წესების განხილვას და შენგენის სივრცეში მოგზაურობის დაგეგმვისა და ყოფნის დღეების დასათვლელი ინტრუმენტების (ე.წ. შენგენის კალკულატორი) მიმოხილვას.

ტრეინინგის მთავარი მიზანი იყო ე.წ. „ტრენერების“ მომზადება ევროკავშირში უვიზო მიმოსვლების საკითხებზე, რომლებიც შემდგომში ამ ინფორმაციას გადასცემენ საკუთარი ორგანიზიციის პერსონალს და მოსახლეობის სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებს. მოცემული ღონისძიება წარმოადგენდა ამ მიმართებაში საქართველოს მთავრობის საერთო საინფორმაციო კამპანიის ერთ-ერთ კომპონენტს.

ტრეინინგი ჩატარდა მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრისა და (ICMPD) მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის სამდივნოს ორგანიზებით, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - „მიგრაციის მართვის გაძლიერება საქართველოში“ (ENIGMMA) - ფარგლებში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„საზოგადოება იწყებს დაღლას.“ პუტინის რეიტინგი საპენსიო რეფორმის შემდეგ მკვეთრად დაეცა.
საააპელაციო სასამართლომ საბა ჯიქიას გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა
DRI: კრიტიკული მედიისთვის სახელმწიფო საგადასახადო ინსტრუმენტს შერჩევითად იყენებს
ოპოზიციის ალიანსი: დიუშენის შემთხვევამ ცხადყო, რამდენად მოშლილია სახელმწიფო ინსტიტუცია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics