02:43 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-04 17:24:07, 260 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე - მთელი ცივილიზებული სამყარო ყოველთვის აღიარებდა ეუთო/ოდირ-ის განმარტებებს არჩევნებთან დაკავშირებით, მაგრამ დღეს ხდება საოცრება

მთელი ცივილიზებული სამყარო ყოველთვის აღიარებდა ეუთო/ოდირ-ის განმარტებებს არჩევნებთან დაკავშირებით, მაგრამ დღეს საოცრება ხდება,- ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ეუთო/ოდირ-ის საპარლამენტო ასამბლეის სპეციალური წარმომადგენლის მიერ გაკეთებული იმ განცხადების შეფასებისას აღნიშნა, რომელშიც მხარეებს შორის საქართველოს პარლამენტში მუშაობის მნიშვნელობაზეა საუბარი. 

მისივე განმარტებით, მას შემდეგ, რაც ოპოზიციის წარმომადგენლებმა საპარლამენტო არჩევნებში ვერ გაიმარჯვეს, ეუთო/ოდირ-ის საწინააღმდეგო განცხადებებს აკეთებენ. 

„რა თქმა უნდა, ჩვენ არასდროს გაგვიწყვეტია მუშაობა საერთაშორისო ორგანიზაციებთან. ეუთო-ოდირ-ი არის ორგანიზაცია, რომელიც აკვირდება და შემდეგ აფასებს არჩევნების მიმდინარეობას. ასე იყო წლების წინ და ასეა ახლაც - მთელი ცივილიზებული სამყარო ყოველთვის აღიარებდა ეუთო/ოდირ-ის განმარტებებს ყველა არჩევნებთან დაკავშირებით, მაგრამ დღეს საოცრება ხდება.

დღეს, როდესაც გარე ძალებმა ვერ მიიღეს მათთვის სასურველი შედეგი, ვერ გაიმარჯვა ქვეყანაში იმ რადიკალურმა დაჯგუფებამ, რომელიც წარმოდგენილია ვითომ ოპოზიციის სახით, მაშინვე დაიწყეს ეუთო-ოდირ-ის „გაშავება“.

საოცარ განცხადებებს აკეთებენ, თუმცა რეალობა აბსოლუტურად სხვაა. აბსოლუტურად განსხვავებული მოცემულობაა - რომ არჩევნები ჩატარდა მშვიდ ვითარებაში, იყო მრავალპარტიული და რაც ყველაზე მთავარია, ხალხს ჰქონდა არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობამ - 1 120 000-მა ადამიანმა მხარი დაუჭირა ქვეყანაში მშვიდობას, ეკონომიკურ განვითარებას და ღირსებით ევროპულ მომავალს“,- განაცხადა კახა კალაძემ. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ბოჭორიშვილი: მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics