|
2016-03-01 10:27:58, 573 ნახვა
საზოგადოება
მიწის საკუთრებაში რეგისტრაცია მარტივდება
იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ქვეყანაში მოქმედ 400-მდე კერძო საამზომველო კომპანიის წარმომადგენელს შეხვდა. სამინისტროს იფნორმაციით, შეხვედრის მიზანი საამზომველო საქმიანობის რეგულირების წესის შემუშავებაში კერძო კომპანიების ჩართულობა და ახალ ინიციატივებზე შეთანხმება იყო. ახალი ინიციატივები უძრავი ქონების რეგისტრაციის პროცედურების გამარტივებასა და მესაკუთრის უფლებების დაცვაზე იქნება ორიენტირებული. მათი მიზანი სარეგისტრაციო პრაქტიკაში არსებული პრობლემების აღმოფხვრაა. იუსტიციის მინისტრის თქმით, სრულდება პაკეტზე მუშაობა, რომელიც მოქალაქეს საშუალებას მისცემს, მარტივად დაირეგისტრიროს მიწა. „ჩვენ ვასრულებთ მუშაობას იმ მნიშვნელოვან პაკეტზე, რომელსაც მთავრობას შევთავაზებთ ჩვენ და ეკონომიკის სამინისტრო, იმისთვის, რომ ჩვენმა გლეხებმა, ფერმერებმა, კერძო პირებმა შეძლონ, უფრო მარტივად დაირეგისტრირონ ის მიწები, რომელთაც აქამდე საბუთების ნაკლებობის, ხარვეზების, სხვა პროცედურების ან, თუნდაც, საფასურების გამო ვერ ირეგისტრირებდენ. ეს იქნება კომპლექსური პროექტი, რომ კერძო პირების კერძო საკუთრებაში მიწების დარეგისტრირება წახალისდეს და გამარტივდეს. ამისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია სწორი აზომვითი ნახაზი. ჩვენ ვიცით, რომ ამზომველები, რომლებიც ამ პროექტში სახელმწიფოს პარტნიორები უნდა იყვნენ, დღეს, სამწუხაროდ, ზომავენ მიწას სხვადასხვა ხელსაწყოთი, იმიტომ, რომ არ არსებობს ერთიანი სტანდარტი; ეს კი იწვევს უზუსტობებს, რაც მოქალაქეს აზარალებს. ჩვენ გვინდა, შევქმნათ ერთიანი სტანდარტი მათთან ერთად. ამიტომაც დღეს საქართველოს რეგიონებიდან მოვიწვიეთ 300-ზე მეტი ამზომველი და მათთან ერთად ვისაუბრებთ იმაზე, რამდენი დრო გვჭირდება იმისთვის, რომ გადავიარაღდეთ; იმისთვის, რომ საფასურები გახდეს გონივრული. გვსურს, მოვისმინოთ მათი აზრი იმის შესახებ, თუ როგორი უნდა იყოს აზომვითი ნახაზის დოკუმენტირების წესი", − განაცხადა თეა წულუკიანმა. ევროპის ქვეყნებში საამზომველო საქმიანობა ზუსტად და მკაცრად რეგულირებული პროფესიაა, რადგან არასწორად შედგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზი საკუთრების უფლების დარღვევის წინაპირობა ხდება. საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით არ არის დადგენილი აზომვითი საქმიანობის ერთიანი სტანდარტი და საამზომველო საქმიანობაზე სახელმწიფო კონტროლის სამართლებრივი საფუძვლები. ახალი პაკეტი აღნიშნული ხარვეზის მოწესრიგებას ითვალისწინებს.
„საზოგადოება იწყებს დაღლას.“ პუტინის რეიტინგი საპენსიო რეფორმის შემდეგ მკვეთრად დაეცა.
საააპელაციო სასამართლომ საბა ჯიქიას გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა
DRI: კრიტიკული მედიისთვის სახელმწიფო საგადასახადო ინსტრუმენტს შერჩევითად იყენებს
ოპოზიციის ალიანსი: დიუშენის შემთხვევამ ცხადყო, რამდენად მოშლილია სახელმწიფო ინსტიტუცია
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)