|
2024-12-01 18:58:14, 363 ნახვა
პოლიტიკა
პოდოლიაკი - საქართველო სისხლიანმა ცეცხლმა მოიცვა - ჩვენ ვხედავთ რუსეთის კლასიკურ მცდელობას, შთანთქოს სხვა ერის სუვერენიტეტი
საქართველო - ამაყი და ღირსეული ერია, რომელიც ნამდვილად ასეთია - უარს ამბობს რუსეთის წინაშე დაჩოქებაზე,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი სოციალურ ქსელ X-ზე წერს. როგორც პოდოლიაკმა აღნიშნა, რუსეთი ყოველთვის არის ბოროტების, სისხლისღვრის, ძალადობისა და დამცირების სინონიმი.
ბოლო სამი ღამის განმავლობაში თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე აქცია იმართება. სამი დღის განმავლობაშ ხდება შეტაკება აქციის მონაწილეთა და სპეცდანიშნულების რაზმებს შორის, პირველი დეკემბრის ღამეს სამართალდამცავებმა დემონსტრანტების დასაშლელად რუსთაველის გამზირსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე გამოიყენეს როგორც წყლის ჭავლი, ისე დიდი რაოდენობით ცრემლმდენი აირი. 29-30 ნოემბრის ღამეს, რუსთაველის გამზირზე გამართული საპროტესტო აქციიდან, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ჯგუფებმა, სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს 40 ადამიანი. 28-29 ნოემბრის ღამეს, კლინიკებში გადაიყვანეს 33 დაშავებული პირი. 28/29/30 ნოემბერს, დემონსტრანტების ძალისმიერი დაშლის შემდეგ, სამართალდამცავებმა საპროტესტო აქციის 150 მონაწილე დააკავეს. დაშავდა 20-ზე მეტი ჟურნალისტი. მათ ნაწილს ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობენ ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე. ცნობისთვის, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. მოგვიანებით, გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმაც გამოაქვეყნა ვრცელი განცხადება.
აშშ-ს სურს ჰორმუზის სრუტისთვის ახალი კოალიციის შექმნა - The Wall Street Journal
შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსმა, დავით არჩვაძემ თანამდებობა დატოვა
ბოჭორიშვილი: მოსკოვის მექანიზმი პოლიტიკური მიზნებისთვის ამოქმედებული ინსტრუმენტია
„ყველა სექტორში შენელება“ - რუსეთის ეკონომიკამ კვარტალი პირველად ვარდნით დაასრულა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)