09:23 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-01 14:54:33, 270 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - ოთხი პარასკევი აქვს დარჩენილი ზურაბიშვილს, თავისი სკამიანად მოუწევს გარეთ გამოსვლა

ოთხი პარასკევი აქვს დარჩენილი ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს, ვერ ეგუება ამას, მე მესმის მისი ემოციური მდგომარეობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა. 

პრემიერის თქმით, 29 დეკემბერს მას მოუწევს, გამოვიდეს საკუთარი რეზიდენციიდან და ეს შენობა დაუთმოს ლეგიტიმურად არჩეულ პრეზიდენტს.

„ოთხი პარასკევი აქვს დარჩენილი ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს, ვერ ეგუება ამას, მე მესმის მისი ემოციური მდგომარეობა, თუმცა 29 დეკემბერს მას მოუწევს, გამოვიდეს საკუთარი რეზიდენციიდან და ეს შენობა დაუთმოს ლეგიტიმურად არჩეულ პრეზიდენტს. მე შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილმა წააგო 26 ოქტომბრის არჩევნები. ის იბრძოდა იმისათვის, რომ რადიკალურ ოპოზიციას მოეგო 26 ოქტომბრის არჩევნები, ფიქრობდა, რომ ამით მას ექნებოდა გარანტია თანამდებობაზე დასარჩენად, თუმცა მან წააგო ძალიან მძიმედ 26 ოქტომბრის არჩევნები. მალე იწყება მისი უფლებამოსილების მეშვიდე წელი და კვლავაც ვერ ელევა საკუთარ სკამს. რა თქმა უნდა, თავისი სკამიანად მოუწევს გარეთ გამოსვლა ქალბატონ სალომეს", - განაცხადა პრემიერმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
აშშ-ს სურს ჰორმუზის სრუტისთვის ახალი კოალიციის შექმნა - The Wall Street Journal
შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსმა, დავით არჩვაძემ თანამდებობა დატოვა
ბოჭორიშვილი: მოსკოვის მექანიზმი პოლიტიკური მიზნებისთვის ამოქმედებული ინსტრუმენტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics