|
2024-11-30 15:21:07, 419 ნახვა
პოლიტიკა
ომბუდსმენი - ფიზიკური ანგარიშსწორება მსუბუქი ნათქვამია - ადამიანი ვნახე, რომელსაც მთელ სახეზე სისხლნაჟღენთები აქვს
ფიზიკური ანგარიშსწორება ეს მსუბუქი ნათქვამია, ადამიანები ყვებიან, როგორ უმოწყალოდ სცემდნენ მათ სპეცრაზმელები. მათზე ხდებოდა იმდაგვარი ანგარიშსწორება, რომ ადამიანი ვნახე, რომელსაც მთელ სახეზე აქვს სისხლნაჟღენთები,- ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა იზოლატორში მყოფი დაკავებული მოქალაქეების მონახულების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, “პოლიციის მხრიდან ამგვარი მოპყრობა სიმხეცეა და მას გამართლება არ აქვს“.
შეგახსენებთ, რუსთაველის გამზირზე, შსს-ს თანამშრომლები სპეციალური საშუალებებით არბევდნენ მომიტინგეებს, დასდევდნენ მათ ქუჩებში და ფიზიკურად უსწორდებოდნენ. გავრცელებულ ვიდეომასალებში ჩანან დასისხლიანებული ადამიანები. 28-30 ნოემბერს, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე საერთო ჯამში, 150 პირი პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166 და 173-ე მუხლებით დააკავეს. ამასთან, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353 -ე პრიმა და 187-ე მუხლის მეორე ნაწილებითაც მიმდინარეობს. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ასევე გამოძიება დაწყებულია სამართალდამცავების მხრიდან აქციის მონაწილეების და მედიასაშუალების წარმომადგენლების მიმართ ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გამოძიება დაიწყო.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)