|
2024-11-30 02:39:05, 448 ნახვა
პოლიტიკა
ვენესუელის ოპოზიციის ლიდერი - რაც საქართველოში ხდება, მოაგონებს ვენესუელას ტრაგედიას
ვენესუელის ოპოზიციის ლიდერი პარლამენტის თავმჯდომარე ლეოპოლდო ლოპესი ტვიტერში წერს, რომ რაც საქართველოში ხდება, მოაგონებს ვენესუელას ტრაგედიას: - ამის შესახებ, ლოპესმა სოციალურ ქსელ "იქსზე" დაწერა. ლოპესი ცნობილია ვენესუელას არაღიარებული პრეზიდენტის ნიკოლას მადუროს რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლით, "ის, რაც საქართველოში ხდება, მოგვაგონებს ვენესუელას ტრაგედიას: მასიური არჩევნების ქურდობა და ძალაუფლების არაკონსტიტუციური აღება კიდევ ერთხელ ანათებს ქუჩებს საპროტესტო აქციებში, რომლებიც ითხოვენ თავისუფლებას და სამართლიანობას. მაგრამ სად არის დასავლელი ლიდერების ქმედება? კიდევ რამდენი გაკვეთილი უნდა ვისწავლოთ წარსულის შეცდომებზე, სანამ გადამწყვეტ ნაბიჯებს გადავდგამთ?" - წერს ვენესუელას არჩეული პრეზიდენტი. ამჟამად ლეოპოლდო ლოპესი ოჯახთან ერთად იმყოფება კარაკასში, ესპანეთის ელჩის რეზიდენციაში. მადრიდმა უკვე განაცხადა, რომ არ აპირებს ლოპესი გადასცეს ნიკოლას მადუროს რეჟიმს. ვენესუელის არმიის იმ სამხედროებმა, რომლებიც დროებითი პრეზიდენტის, ხუან გუაიდოს მხარეს გადავიდნენ, ლეოპოლდო ლოპესი 30 აპრილს გაათავისუფლეს. მას 13 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი ძალადობისკენ მოწოდების ბრალდებით და ბოლო ერთი წლის განმავლობაში შინაპატიმრობაში იმყოფებოდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)