11:28 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-30 01:11:44, 336 ნახვა

საზოგადოება
ინგოროყვას კლინიკის ექიმი - მარიამ გაფრინდაშვილის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია - მსუბუქი ტვინის შერყევის კლინიკაა

ინგოროყვას კლინიკის ექიმის განცხადებით, „TV პირველის“ ჟურნალისტს, მარიამ გაფრინდაშვილს მსუბუქი ტვინის შერყევა აღენიშნება.

როგორც ექიმმა მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, ჟურნალისტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

„პაციენტის მდგომარეობა ამ წუთას დამაკმაყოფილებელია. ჩაუტარდა კომპიუტერული ტომოგრაფია და თავის ტვინის დაზიანება არ გამოვლინდა. ამ მომინტისთვის თავს დამაკმაყოფილებლად გრძნობს. ვტოვებთ კლნიკაში მეთვალყურეობის ქვეშ... შუბლის არეში მარჯვნივ აქვს ჭრილობა, რომელიც გაიკერა და დამუშავდა... ჰქონდა თავბრუსხვევა, გულისრევის შეგრძნება. ითხოვს ბინაზე გაწერას, თუმცა ვფიქრობთ, რომ უნდა დავტოვოთ 24 საათის განმავლობაში. მსუბუქი ტვინის შერყევის კლინიკაა“,- აცხადებს ექიმი.

შეგახსენებთ, „TV პირველის“ ჟურნალისტი მარიამ გაფრინდაშვილი თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე დაშავდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ალბი კორძაიას პოსტის საფუძველზე შსს-მ გამოძიება გაუპატიურების მუხლით დაიწყო
ზუგდიდში ჯიჭონაიების შვიდ სულიან ოჯახს ასახლებენ, ადგილზე ხმაურია - ვიდეო
„გააცოცხლე“ - თიბისელების ახალი გარემოსდაცვითი ინიციატივა
ავიაკომპანია „ლუფთჰანზამ“ 20 000 რეისი გააუქმა ავიასაწვავის ფასების ზრდის გამო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics