|
2016-02-29 16:45:49, 729 ნახვა
საზოგადოება
ლევან ვასაძე: სკოლებში სამოქალაქო - ე.წ. განათლების ვაი საგნებია დანერგილი
ბიზნესმენი ლევან ვასაძე სამოქალაქო განათლების შემდეგ საგნებს - "სამოქალაქო განათლება", "სამოქალაქო თავდაცვა და უსაფრთხოება", "საგზაო ნიშნები და მოძრაობის უსაფრთხოება" "ვაი საგნებს" უწოდებს. "საერთოდ საგანი "მე და საზოგადოება" უფრო დიდი პროგრამის ნაწილია, რომელიც ე.წ. საზოგადოებრივი მეცნიერებებისა და სამოქალაქო განათლების სახელს ატარებს და რომელიც წლიდან წლამდე მინისტრიდან მინისტრამდე ინერგება ჩვენს სკოლებში და აჩოჩებს და ავიწროებს ნამდვილად აკადემიურ განათლებას. უკვე დანერგილია სამოქალაქო ე.წ. განათლების ისეთი ვაი საგნები, როგორიცაა სამოქალაქო განათლება, ორი საათი მეცხრე კლასში და სამი საათი მეათე კლასში. სამოქალაქო თავდაცვა და უსაფრთხოება, საგზაო ნიშნები და მოძრაობის უსაფრთხოება და.ა.შ . ეს საათები იგეგმება ისეთი სასიცოცხლო საგნების ხარჯზე, როგორიცაა მათემატიკა, ქიმია, ბიოლოგია, სპორტი და სხვა",-განაცხადა ლევან ვასაძემ. ცნობისთვის, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თამარ სანიკიძის ინფორმაციით, საგანს საბოლოო ჯამში საზოგადოებრივი მეცნიერების საფუძვლები დაერქმევა: „ის სტანდარტი, რომლზედაც ვმუშაობდით მე-3 მე-4 კლასელებისთვის, იქიდან ეს საკითხები მთლიანად ამოვა და ამ საგანს საბოლოო ჯამში დაერქმევა საზოგადოებრივი მეცნიერების საფუძვლები, რომელიც იქნება ის საბაზო განათლება საზოგადოებრივი მეცნიერების კუთხით, რომელიც ნამდვილად გადაუდებლად გვჭირდება. ამჯერად მესამე, მეოთხე კლასში, მაგრამ ჩვენ თუ გადავხედავთ ქვეყნების გამოცდილებას, ამ ქვეყნებს საზოგადოებრივი მეცნიერებები დანერგილი აქვთ სკოლამდელი განათლების ნაწილიდან“,-განაცხადა თამარ სანიკიძემ და დასძინა, რომ უცხო ქვეყნების და საქართველოს საზოგადოებრივ მეცნიერებებს რომლებსაც მე-3, მე-4 კლასში ნერგავენ „არაფერი საერთო არ აქვთ იმ ტყუილთან, ცილისწამებასთან, რაც რამდენიმე ადამიანის მხრიდან გაჟღერდა“, - აღნიშნა განათლების მინისტრმა მთავრობის ერთ-ერთი სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას. შეგახსენებთ, შექმნილია პეტიცია, რომელიც სკოლებში „ეროვნული იდენტობის შეურაცხმყოფელი საგნების არდაშვებას“ ითხოვს.
„საზოგადოება იწყებს დაღლას.“ პუტინის რეიტინგი საპენსიო რეფორმის შემდეგ მკვეთრად დაეცა.
საააპელაციო სასამართლომ საბა ჯიქიას გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა
DRI: კრიტიკული მედიისთვის სახელმწიფო საგადასახადო ინსტრუმენტს შერჩევითად იყენებს
ოპოზიციის ალიანსი: დიუშენის შემთხვევამ ცხადყო, რამდენად მოშლილია სახელმწიფო ინსტიტუცია
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)