|
2024-11-29 17:41:33, 401 ნახვა
პოლიტიკა
დანიგანი - მოვუწოდებ „ოცნებას“, საქართველო ევროკავშირისა და დასავლური ინტეგრაციის გზაზე დააბრუნოს
მტკიცედ მოვუწოდებ „ქართულ ოცნებას“, გადახედოს საკუთარ ქმედებებს და დააბრუნოს საქართველო ევროკავშირის, დასავლური ინტეგრაციისა და დემოკრატიის გზაზე, რაც საქართველოს მოსახლეობის მკაფიო უმრავლესობის სურვილია,- ასე ეხმაურება საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი რობინ დანიგანი ევროკავშირთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას. როგორც დანიგანი აღნიშნავს, საქართველოს მთავრობაზეა დამოკიდებული გადადგას ნაბიჯები ურთიერთობების გამოსასწორებლად იმ დასავლურ ქვეყნებთან, რომლებიც საქართველოს 30 წელზე მეტია მხარს უწერენ.
შეგახსენებთ, გუშინ, 28 ნოემბერს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება გაახმოვანა, რომლის მიხედვითაც, ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დადგება, რის შემდეგაც დედაქალაქის მთავარ გამზირზე და ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში მოქალაქეები საპროტესტო აქციისთვის შეიკრიბნენ. აღსანიშნავია, რომ თბილისში, საპროტესტო აქციაზე „TV პირველის“ ოპერატორი ნიკო კოკაია და ჟურნალისტი ანა მდივანი, „მთავარი არხის“ ჟურნალისტი დეა მამისეიშვილი და ოპერატორი გიორგი გოგინაშვილი, ასევე, „პუბლიკის“ ჟურნალისტი ალექსანდრე ქეშელაშვილი პროფესიული საქმიანობის შესრულებისას დაშავდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)