|
2024-11-29 15:50:49, 363 ნახვა
პოლიტიკა
GDI - საქართველოში ხელისუფლება უზურპირებულია
საქართველოში ხელისუფლება უზურპირებულია. არალეგიტიმურია პარლამენტი, არალეგიტიმურია ამ პარლამენტის მიერ არჩეული მთავრობა. მიტაცებულია სასამართლო და არ არსებობს მართლმსაჯულება,- ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ (GDI) განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „უზურპატორის ერთადერთ დასაყრდენს რეპრესიული სისტემა წარმოადგენს, რომელიც საპოლიციო ფიზიკურ ძალაზე, პროკურატურასა და უსაფრთხოების სამსახურებზე დგას“.
შეგახსენებთ, გუშინ, 28 ნოემბერს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გაახმოვანა „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დადგება. კობახიძის განცხადების შემდეგ, თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში საპროტესტო აქციები დაიწყო. თბილისში, რუსთაველის გამზირზე სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების დაშლა დაიწყო, რა დროსაც პროტესტის მინაწილეების წინააღმდეგ სპეცრაზმელებმა წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი და ე.წ. წიწაკის სპრეი გამოიყენეს. მანამდე კი, აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის რამდენჯერმე, როგორც სიტყვიერი, ისე ფიზიკური დაპირისპირებაც მოხდა. არიან დაშავებულები, მათ შორის, მედიის წარმომადგენლები.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)