|
2024-11-29 15:41:51, 353 ნახვა
პოლიტიკა
გახარია - როდემდე შეიძლება, ჩვენი შვილები ვიღაც ნიღბიანებმა სცემონ
გუშინდელი აქცია იყო მშვიდობიანი და ის სპეციალური საშუალებები, რომელიც პოლიციამ გამოიყენა უკანონოდ იყო გამოყენებული,- ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც გახარიამ აღნიშნა, „გუშინდელი აქციის დაშლა არც ლეგიტიმური და არც პროპორციული არ იყო და გუშინდელი დღე საქართველოს ისტორიაში დარჩება, როგორც შავი ლაქა“. მისი თქმით, „ადამიანს რამე რომ დასჭირდეს აქციაზე, პატრულის თანამშრომელს ნიღბის გარეშე ვერ იპოვის“.
შეგახსენებთ, გუშინ, 28 ნოემბერს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება გაახმოვანა, რომლის მიხედვითაც, ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დადგება, რის შემდეგაც დედაქალაქის მთავარ გამზირზე და ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში მოქალაქეები საპროტესტო აქციისთვის შეიკრიბნენ. აღსანიშნავია, რომ თბილისში, საპროტესტო აქციაზე „TV პირველის“ ოპერატორი ნიკო კოკაია და ჟურნალისტი ანა მდივანი, „მთავარი არხის“ ჟურნალისტი დეა მამისეიშვილი და ოპერატორი გიორგი გოგინაშვილი, ასევე, „პუბლიკის“ ჟურნალისტი ალექსანდრე ქეშელაშვილი პროფესიული საქმიანობის შესრულებისას დაშავდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)