13:34 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-29 13:02:18, 312 ნახვა

პოლიტიკა
ბულგარეთში საქართველოს ელჩმა თანამდებობა დატოვა

საქართველოს ელჩი ბულგარეთში ოთარ ბერძენიშვილი თანამდებობიდან გადადგა.

როგორც ბერძენიშვილი სოციალურ ქსელ X-ზე წერს, თანამდებობიდან წასვლის თაობაზე განცხადება მან ოფიციალურად დაწერა.

“ამ საჯარო განცხადებით, მე ვაცხადებ, რომ ოფიციალურად წარვადგინე განცხადება ბულგარეთში საქართველოს ელჩობის თანამდებობიდან ჩემი გადადგომის შესახებ. ჩემი ხანგრძლივი დიპლომატიური საქმიანობის განმავლობაში (ორ დეკადაზე მეტი) მე, ჩემს კოლეგებთან ერთად, აქტიურად ვცდილობდი საქართველოს ევროატლანტიკური და ევროპული ინტეგრაციის პროცესის წინ წაყვანასა და ძლიერი და სანდო სტრატეგიული პარტნიორობის შენებას ჩვენს მეგობრებთან, განსაკუთრებით კი ამერიკასთან. ჩვენი დაუღალავ ძალისხმევას არავითარ შემთხვევაში არ უნდა გამოეცალოს საფუძველი“,- წერს ბერძენიშვილი.

შეგახსენებთ, გუშინ, 28 ნოემბერს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გაახმოვანა „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დადგება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ენმ: ვიცით ის პირები, რომლებიც, სავარაუდოდ, მონაწილეობდნენ ხაბეიშვილის წამებაში
კუპრაძე - ახალი კონტრაქტით, ოცნება აპირებს ანაკლიის პორტის მნიშვნელობას და გეგმას გადახედოს
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
აშშ-ს სურს ჰორმუზის სრუტისთვის ახალი კოალიციის შექმნა - The Wall Street Journal
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics