03:14 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-28 13:40:53, 396 ნახვა

პოლიტიკა
ზარქუა - ვისურვებდი, დავიწყოთ გერმანიის ელჩის საქართველოდან გაწვევის პროცედურა - ეს ადამიანი, ფაქტობრივად, „როთი 2“-ია

ვისურვებდი, დავიწყოთ გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის საქართველოდან გაწვევის პროცედურა - ეს ადამიანი მავნებლობს, ფაქტობრივად, „როთი 2“-ია,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

ზარქუა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართავს, ელჩის „მოღვაწეობით დაინტერესდეს“. 

„მინდა, საგარეო საქმეთა სამინისტროს მივმართო, იქნებ დაინტერესდეს ამ ელჩის აქ მოღვაწეობით. ვისურვებდი, რომ საერთოდ დავიწყოთ ამ ელჩის გაწვევის პროცედურა იმიტომ, რომ ის არ შეესაბამება იმ მანდატს, რა მანდატითაც აქ არის. არ მგონია, რომ მან შეძლოს გერმანელი და ქართველი ხალხის ურთიერთობაში რამე პოზიტიურის შეტანა. პირიქით, მგონია, რომ ის ახლა მავნებლობს. არ ვიცი, რა დაკვეთა აქვს. ფაქტობრივად, იგივე „როთი 2“- ია. მინდა ამ „როთებს“ მივმართო: ის მთავრობა, რომელმაც თქვენ დაგნიშნათ, ჩამოშლილია. შოლცის მთავრობა, კოალიცია დაინგრა. თქვენ ლეგიტიმაცია არ გაქვთ და ამ ტონალობაში რომ ელაპარაკებით 54%-ით არჩეულ მთავრობას, ამას არ გაგიტარებთ! მივმართავ საგარეო საქმეთა სამინისტროს, ახალ მინისტრს, ალბათ, ვთხოვ ამ პერსონით დაინტერესდეს, თუ რასთან გვაქვს საქმე. გერმანიის ელჩი თავისი განცხადებებით და ქმედებებით ელჩის მანდატს არ შეესაბამება“, - განაცხადა ზარქუამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1430-მდე გაიზარდა
ALGORITHM WATCH:შსს-მ სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეისყიდა
პატარიძე ხოშტარიაზე: ექიმის დასკვნის გარეშე ბრიფინგებით საუბარი "აბსურდის თეატრია"
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics