14:39 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-27 14:23:14, 275 ნახვა

საზოგადოება
სარჯველაძე - რესპუბლიკურ საავადმყოფო იქნება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, საუკეთესო ტრადიციებზე დაფუძნებული, თანამედროვე კლინიკა

ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატი, მიხეილ სარჯველაძე განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა, კულტურის, სპორტის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე სიტყვით გამოვიდა.

მიხეილ სარჯველაძემ, ჯანდაცვის სისტემისა და სექტორის განვითარებისთვის დაგეგმილ ცვლილებებზე ისაუბრა. მინისტრობის კანდიდატმა, ყურადღება გაამახვილა რესპუბლიკური საავადმყოფოს კონცეფციაზე და აღნიშნა, რომ მალე ქვეყანას, ძლიერი, მაღალტექნოლოგიური, მულტიპროფილური სახელმწიფო კლინიკა ექნება. 

„რესპუბლიკური საავადმყოფოს კონცეფცია წარდგენილ იქნა საქართველოს პრემიერ მინისტრის მხრიდან, არც თუ ისე დიდი ხნის წინ. ვფიქრობ ამას საზოგადოებაში საკმაოდ დიდი და პოზიტიური გამოხმაურება ჰქონდა, მაღალია ინტერესიც და მოლოდინიც ამ მიმართულებით.  ვფიქრობთ ძალიან მალე, არც თუ ისე დიდი ხსნის შემდეგ, ჩვენ გვექნება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი , საუკეთესო ტრადიციებზე დაფუძნებული, უახლესი თანამედროვე კლინიკა თბილისის ცენტრში“,- განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სასამართლომ ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
ექიმი მარი მალაზონია: დიუშენის სინდრომის მედიკამენტი არა უბრალოდ წამალია შვილებისთვის, ეს არის სიცოცხლის შესაძლებლობა
მარიამ ქვრივიშვილი ვიზიტით ჩინეთში გაემგზავრა
კალაძე საკადრო ცვლილებებზე: დღეს შეიძლება იყო ერთ თანამდებობაზე, ხვალ მეორეზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics