18:07 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-26 13:18:04, 277 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე - ოპოზიციური პარტიები პარლამენტში შემოვლენ, თუმცა, იქამდე თავიანთი ამომრჩევლის წინაშე კეკლუცობენ

თუკი ოპოზიციურ პარტიებს აქვთ სურვილი იარსებონ და დარჩნენ პოლიტიკაში, მნიშვნელოვანია პარლამენტში შესვლა,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, “ამ ეტაპზე, ოპოზიცია მანდატებს დათმობს თუ არა, მნიშვნელოვანი არ არის, თუმცა, საბოლოოდ ისინი პარლამენტში მაინც შევლენ“.

“ბოლო დღეების განმავლობაში ძალიან ბევრ ურთიერთსაწინააღმდეგო განცხადებას ვისმენთ. მე ვფიქრობ, ეს მათი მხრიდან ჩვეულებრივი კამპანია და კეკლუცია თავიანთი ამომრჩევლის წინაშე. თუმცა, საბოლოოდ  მგონია, რომ ეს ოპოზიციური პარტიები აუცილებლად შემოვლენ პარლამენტში. დღეს, ამაზე საუბარი საინტერესო არ არის. ვფიქრობ, რომ სხვა უფრო ბევრი საკითხია მოსაგვარებელი, უამრავი დაპირებაა ჩვენი მხრიდან გაცემული, მნიშვნელოვანი ნაბიჯებია გადასადგმელი. თუ რას გააკეთებს ოპოზიცია და რას იზამს მომავალში - შევლენ თუ არა პარლამენტში, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. თუმცა, ისევ და ისევ მათთვის და მათი არსებობისთვის, თუკი ამ პოლიტიკურ პარტიებს აქვთ სურვილი იარსებონ და დარჩნენ პოლიტიკაში, მნიშვნელოვანია პარლამენტში შესვლა“,- აღნიშნა კალაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ევროპარლამენტმა კენჭი უყარა რეზოლუციას პუტინისთვის ტრიბუნალის შექმნის შესახებ
რუხაძე: რა თქმა უნდა, კავშირშია იმედის გასხვისება და სანქცირება
ნავთობკომპანიებმა აღიარეს, რომ ხარჯების მიუხედავად წმინდა მოგება 2.5-3%-ს აღწევს
კალაძემ მეგობარი პოლონეთი ქართული ტელევიზიის დაარსების გამო, ქართულ ეკლესიაზე შეტევაში დაადანაშაულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics