|
2024-11-26 10:37:22, 1015 ნახვა
ომი უკრაინაში
გერმანია უკრაინას IRIS-T-ის ტიპის კიდევ 2 საჰაერო თავდაცვის სისტემას გადასცემს
უკრაინა გერმანიიდან 2024 წლის ბოლომდე ორ, მოკლე და საშუალო მანძილზე მოქმედ საჰაერო თავდაცვის სისტემა IRIS-T-ს მიიღებს,- ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის სამინისტროსთან არსებული უკრაინის საკითხებზე მომუშავე ცენტრის ხელმძღვანელმა, კრისტიან ფროიდინგმა კიევში ჟურნალისტებთან საუბარისას განაცხადა. როგორც ფროიდინგმა აღნიშნა, ბოლო დღეებში გერმანიამ უკრაინას გადასცა საარტილერიო „ჰაუბიცები“, ტანკები, „მარდერის“ ქვეითი საბრძოლო მანქანები და ასევე დაიწყო დრონების პროგრამა.
შეგახსენებთ, გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა სექტემბრის დასაწყისში თქვა, რომ გერმანიამ უკრაინისთვის 17 ერთეული IRIS-T-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემა შეუკვეთა. საუბარია საშუალო მანძილზე მოქმედ 8 სისტემაზე და მცირე მანძილზე მოქმედ 9 სისტემაზე.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)