|
2024-11-25 14:04:45, 424 ნახვა
პოლიტიკა
XI მოწვევის პარლამენტმა შალვა პაპუაშვილი პარლამენტის თავმჯდომარედ დაამტკიცა
XI მოწვევის პარლამენტმა შალვა პაპუაშვილი პარლამენტის თავმჯდომარედ დაამტკიცა. სხდომაზე კენჭისყრა რამდენიმე წუთის წინ გაიმართა. შალვა პაპუაშვილმა პირველი ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე გიორგი ვოლსკი წარადგინა. უმრავლესობის კვოტით არჩეული ვიცე-სპიკერები კი, თეა წულუკიანი და ნინო წილოსანი იქნებიან. პარლამენტმა პირველ სხდომაზე 16 კომიტეტის თავმჯდომარეც აირჩია. დეპუტატებმა აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარედ გელა სამხარაულს დაუჭირეს მხარი; ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს რატი იონათამიშვილი უხელმძღვანელებს; განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე გივი მიქანაძე აირჩიეს; გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე მაია ბითაძეს დაუჭირეს მხარი; დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტს შოთა ბერეკაშვილი უხელმძღვანელებს; დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტს - ირაკლი ზარქუა; ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტს - ლევან მახაშვილი; თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტს - ალექსანდრე ტაბატაძე; იურიდიულ საკითხთა კომიტეტს - გიორგი კახიანი; კულტურის კომიტეტს - გიორგი გაბუნია; რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტს - ირაკლი ქადაგიშვილი და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს - ნიკოლოზ სამხარაძე; რაც შეეხება საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს, თავმჯდომარის თანამდებობაზე დავით მათიკაშვილი აირჩიეს; საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარედ კი პაატა კვიჟინაძეს დაუჭირეს მხარი; სპორტის კომიტეტის თავმჯდომარედ ვიქტორ სანიკიძე აირჩიეს; ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა კი ზაზა ლომინაძემ დაიკავა. როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, გიორგი კახიანი იურიდიულ საკითხთა კომიტეტს ორი კვირის განმავლობაში უხელმძღვანელებს, შემდეგ კი მას ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე აირჩევენ. იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობას პარლამენტის ახალი წევრი არჩილ გორდულაძე დაიკავებს. აღსანიშნავია, XI მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას, ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიების წევრები და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, რომლებსაც აღნიშნულ სხდომაზე დასასწრებად მოსაწვევები არ მიუღიათ, არ ესწრებიან. პარლამენტის პირველ სხდომას არაკონსტიტუციურად მიიჩნევს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. შეგახსენებთ, მანამდე კენჭისყრის საფუძველზე XI მოწვევის პარლამენტმა 150-ვე წევრის უფლებამოსილება ცნო.
არაბულ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების გამო, ქართულ ოცნებას სასამართლოში უჩივლებენ
ევროპარლამენტმა კენჭი უყარა რეზოლუციას პუტინისთვის ტრიბუნალის შექმნის შესახებ
რუხაძე: რა თქმა უნდა, კავშირშია იმედის გასხვისება და სანქცირება
ნავთობკომპანიებმა აღიარეს, რომ ხარჯების მიუხედავად წმინდა მოგება 2.5-3%-ს აღწევს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)