|
2024-11-19 22:22:46, 373 ნახვა
პოლიტიკა
ეკა სეფაშვილი ევროკავშირის ტექნიკური მისიის ჩამოსვლაზე: რას ემსახურება ამ ხალხის ჩამოსვლა?
ევროკავშირის გადაწყვეტილებას საქართველოში ფაქტების შემსწავლელი მისიის ჩამოსვლის თაობაზე გაუგებარს უწოდებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა სეფაშვილი. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, გაუგებარია, რა უნდა შეისწავლოს ამ მისიამ და რისთვის ჩამოდის. ეკა სეფაშვილი დარწმუნებულია, რომ ეს მისიაც, ევროკავშირის წარმომადგენელი სხვა მისიების და დელეგაციების მსგავსად, მიზნად ისახავს ოპოზიციის მხარდაჭერას და ხალხის წაქეზებას დადგნენ რადიკალების გვერდით. „ჩემთვის გაუგებარია რა უნდა შეისწავლონ, იმიტომ, რომ არსებობს OSCE/ODIHR-ის მიერ მომზადებული როგორც შუალედური, ასევე არჩევნების შემდგომი დასკვნა, ორგანიზაციის, რომელიც ყველაზე პრესტიჟულად ითვლება არჩევნების შეფასების ლეგიტიმაციის თვალსაზრისით. მათ მიერ გამოქვეყნებულ ორ - წინასაარჩევნო გარემოსა და არჩევნების დღის შემფასებელ ანგარიშში ნათქვამია, რომ პროცესი წარიმართა მშვიდად, კარგად ორგანიზებულად და რა უნდა შეისწავლოს აქ ჩამოსულმა მისიამ? ადგილზე უნდა გაეცნოს ვითარებას? რა ვითარებას უნდა გაეცნოს? არჩევნები დასრულებულია, წინასაარჩევნო გარემო აღარაა. თუ აინტერესებთ მასალების გაცნობა, გაყალბების შესახებ მათ ვერაფერ დოკუმენტაციას ვერ წარუდგენენ, იმიტომ რომ მსგავსი ბუნებაში არ არსებობს, თუ არ ჩავთვლით „ქართული ოცნების“ მიერ წარმოდგენილ გაყალბების კონკრეტულ სქემას იმის, თუ როგორ დააკარგვინეს მმართველ ძალას ხმები. ჩამოვლენ ევროპელები - გაისეირნებენ, გამოისეირნებენ და უკან წავლენ. ასე მაგალითად, ცოტა ხნის წინ 8 ევროპელის დესანტი რომ ვიხილეთ, როცა ერთ-ერთი ევროპარლამენტარი ითხოვდა პარალელური დათვლის შედეგების გამოქვეყნებას. ისიც კი არ იცოდა, რომ ის ემთხვევა ოფიციალურს და ISFED უბრალოდ მავნებლობს, როცა აჭიანურებს მის გამოქვეყნებას; გარდა ამისა, ამ ხალხმა მოითხოვა სააკაშვილის გათავისუფლება. ადამიანის, რომელიც მათივე ერთ-ერთი პრესტიჟული ინსტანციის სტრასბურგის ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო სასამართლოს აღიარებით, ყველა ნორმის დაცვით იხდის სასჯელს; ამ ადამიანებმა მოითხოვეს მეორე მაიდანი და საერთოდ, გაუგებარია, რას ემსახურება ამ ხალხის ჩამოსვლა. ერთადერთი, რა აზრი და გონივრული ეჭვი მიჩნდება წინა გამოცდილებიდან გამომდინარე, არის ის რომ ისევ შემოუძახონ ოპოზიციას და ხალხს აჩვენონ, რომ ევროპა ამ ოპოზიციის მხარესაა და თქვენც დადექით მათ მხარეს. ეს არის მათთვის ერთგვარი ბოლო ცდა," - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რეჟიმის პარლამენტში ფასების კომისიის ბოლო სხდომა გაიმართა, დასკვნა ხვალ გამოქვეყნდება
AI გენერირებული ტროლები დიუშენის სამკურნალო პრეპარატებზე რუსთავი 2-ის და ქალაქის მერის პოზიციებს იწონებენ
მომავლის აკადემია: TV იმედს ComCom-თან ისევ ვუჩივით, მოვითხოვთ პასუხისმგებლობის დაკისრებას
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)