11:16 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-19 12:10:29, 358 ნახვა

პოლიტიკა
ხოშტარია - როდესაც კონსტიტუციური გადატრიალება ხდება, მაშინ ქუჩაში ბრძოლა ვალდებულებაა [ვიდეო]

როდესაც კონსტიტუციური გადატრიალება ხდება, მაშინ ქუჩაში ბრძოლა ვალდებულებაა,- ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ "ექსპრესნიუსთან" საუბრისას განაცხადა.

როგორც ხოშტარიამ აღნიშნა, აპირებენ ბრძოლის გაგრძელებას, სანამ არ დაიბრუნებენ ევროპულ მომავალს.

"ხელისუფლებისთვის ძალიან მოულოდნელი აღმოჩნდა აქციის ის ფორმა, რომელიც  ჩვენ შევარჩიეთ და დავაანონსეთ. ჩვენი განაცხადია, რომ ჩვენ ვიბრძოლებთ ბოლომდე და ვიბრძოლებთ ქუჩაში იმიტომ, რომ როდესაც კონსტიტუციური გადატრიალება ხდება, მაშინ  ქუჩაში ბრძოლა ვალდებულებაა.

ის ტაქტიკა მათთვის სიურპრიზი იყო, რომ ორი დღის განმავლობაში დაიბნენ, მერე გადმოვიდნენ ძალადობაზე, რაც ძალიან თვალსაჩინოს ხდის სისტემის სახეს, მათ შორის, ჩვენი პარტნიორებისთვის. ჩვენ ვაპირებთ ბრძოლის გაგრძელებას, ჩვეულებრივად ბოლომდე, სანამ არ დავიბრუნებთ ჩვენ ევროპულ მომავალს",- განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

შეგახსენებთ, დღეს, 19 ნოემბერს თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, სადაც რამდენიმე საათი უწყვეტი პროტესტი მიმდინარეობდა, სპეციალური დანიშნულების რაზმის წარმომადგენლებმა აქცია დაშალეს.

პოლიციამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმდებარე ტერიტორია ასევე გაათავისუფლა აქციის მონაწილეების კარვებისგან, ადგილზე განთავსებული მანქანები კი, ევაკუატორის საშუალებით გაიყვანეს.

აღნიშნულის შემდეგ, მელიქიშვილის გამზირზე პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის ფიზიკური დაპირისპირებაც მოხდა. სამართალდამცველებმა რამდენიმე პირი დააკავეს.

აღსანიშნავია, რომ ჭავჭავაძის გამზირზე კარვების გაშლა 17 ნოემბერს დაიწყეს. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმდებარედ პროტესტის აღნიშნული ფორმა 18 ნოემბრის 20:00 საათამდე უნდა გაგრძელებულიყო, თუმცა გუშინ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ აქციის მონაწილეები, რომლებიც 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და ხელახალ არჩევნებს ითხოვენ, პროტესტს თსუ-ს მიმდებარედ გააგრძელებდნენ.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ინტერნეტ მემი პროტესტად გადაიქცა: „ტარაკნების პარტიამ“ ნიუ დელიში უვადო საპროტესტო აქცია დაიწყო
კობახიძემ უკრაინელ ბავშვებს უმასპინძლა რომლებმაც მამები ომში დაკარგეს
Axios: ტრამპი აღიარებს, რომ „ანკორიჯის სულისკვეთებას“ ტოვებს
ტრამპი ირანზე - შეიძლება დადგეს დრო, როდესაც სამხედრო საშუალებებით მოგვიწევს დავასრულოთ ის, რაც დავიწყეთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics