21:40 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-18 14:02:30, 349 ნახვა

საზოგადოება
საია სასამართლოს სარჩელით მიმართავს და არჩევნების შემაჯამებელი ოქმის ბათილად ცნობას და შედეგების გაუქმებას მოითხოვს

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" (საია) თბილისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართავს და 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემაჯამებელი ოქმის ბათილად ცნობას და შედეგების გაუქმებას მოითხოვს.

როგორც საიას მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ორგანიზაცია ხელახალი არჩევნების დანიშვნასაც ითხოვს.

"საია აგრძელებს ბრძოლას 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ხმის ფარულობის დარღვევის ფაქტებზე. 

საია თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართავს სარჩელით, რომელიც ეხება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ხმის ფარულობის მასობრივ დარღვევას.

 საია მოითხოვს:

  • ცესკოს მიერ მიღებული 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემაჯამებელი ოქმის ბათილად ცნობას
  • არჩევნების შედეგების გაუქმებას
  • ხელახალი არჩევნების დანიშვნას

ხმის მიცემის ფარულობა საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული უფლებაა და მისი დარღვევა დაუშვებელია.

ეს უფლება არის დემოკრატიული პროცესების საფუძველი, ხოლო მისი უგულებელყოფა არღვევს საარჩევნო პროცესის ლეგიტიმაციას",- ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics