|
2024-11-17 15:16:37, 400 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - ევროკავშირში ინტეგრაცია საქართველოს უმთავრესი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტია კუბილიუსი და რასა საინტერესო არ არის
კუბილიუსი და რასა არ არის საინტერესო, მათთან თანამშრომლობის რესურსი პრაქტიკულად არის მთლიანად ამოწურული და ეს არის მათი მოქმედებების შედეგი,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. კობახიძის თქმით, ევროკავშირში ინტეგრაცია არის საქართველოს უმთავრესი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი და ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ ეს ამოცანა შესრულდეს. "კუბილიუსი და რასა არ არის საინტერესო, მათთან თანამშრომლობის რესურსი პრაქტიკულად არის მთლიანად ამოწურული და ეს არის მათი მოქმედებების შედეგი. რაც შეეხება, ზოგადად, ევროკავშირთან თანამშრომლობას, ყველაფერი მიდის ისე, როგორც გვქონდა გათვლილი. დასრულდა ერთი არჩევნები საქართველოში, დასრულდა მეორე არჩევნები ამერიკის შეერთებულ შტატებში, დასრულდა ზუსტად ისე, როგორც ეს წაადგება საქართველო-ამერიკის შეერთებული შტატების და საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების გადატვირთვას. ახლა არის კიდევ ერთი, მესამე საკითხი დარჩენილი, ეს არის უკრაინაში ომის დასრულება და უკვე აქტიურად მიმდინარეობს საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ უკრაინაშიც ომი მალე დასრულდება. რა თქმა უნდა, ამ სამი მოვლენის დასრულების შემდეგ ყველაფერი წავა დადებითი მიმართულებით. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ თვისებრივად გადაიტვირთება ურთიერთობები, როგორც საქართველო-ამერიკის შეერთებულ შტატებს, ასევე, საქართველო-ევროკავშირს შორის",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რეჟიმის პარლამენტში ფასების კომისიის ბოლო სხდომა გაიმართა, დასკვნა ხვალ გამოქვეყნდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)