14:54 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-15 21:12:40, 392 ნახვა

საზოგადოება
სიცრუეა თითქოს ცესკო სხდომის ჩატარებას ქალაქგარეთ გეგმავს - ცენტრალური საარჩევნო კომისია

ცენტრალური საარჩევნო კომისია მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის თანახმად, 26 ოქტომბრის შემაჯამებელი სხდომის ჩატარებას ცესკო ქალაქგარეთ გეგმავს.

აღნიშნულ ინფორმაციას ცესკოში სიცრუეს უწოდებენ და აცხადებენ, რომ ცესკოს სხდომის დანიშვნის და გამართვის წესი რეგულირდება ცესკოს რეგლამენტით, რომელიც ზოგადად იძლევა გასვლითი სხდომების ჩატარების შესაძლებლობას, თუმცა ამ შემთხვევაში ცენტრალური საარჩევნო კომისია არ განიხილავს სხდომის ცესკოს შენობის მიღმა ჩატარების საკითხს.

ასევე, ცენტრალური საარჩევნო კომისია მოუწოდებს ჩართულ მხარეებს და მედიას, არ გაავრცელონ ისეთი ტიპის ინფორმაციები, რომლებიც მხოლოდ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და საარჩევნო ადმინისტრაციის რეპუტაციის დაზიანებას ისახავს მიზნად:

„დღეს დილიდან საარჩევნო პროცესში ჩართული მხარეები, მათ შორის ზოგიერთი პოლიტიკოსი და მედიის ნაწილი ავრცელებს ცრუ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია სხდომის ჩატარებას ცესკოს შენობის გარეთ, ქალაქგარეთ გეგმავს. მათივე ინფორმაციით აღნიშნულ სხდომაზე იგეგმება 26 ოქტომბრის არჩევნების შეჯამება. საარჩევნო ადმინისტრაცია უარყოფს ამ დეზინფორმაციას და განმარტავს, რომ ცესკოს სხდომის დანიშვნის და გამართვის წესი რეგულირდება ცესკოს რეგლამენტით, რომელიც ზოგადად იძლევა გასვლითი სხდომების ჩატარების შესაძლებლობას, თუმცა ამ შემთხვევაში ცენტრალური საარჩევნო კომისია არ განიხილავს სხდომის ცესკოს შენობის მიღმა ჩატარების საკითხს. ცენტრალური საარჩევნო კომისია 26 ოქტომბრის არჩევნებს შეაჯამებს კანონით დადგენილ ვადებში, ცესკოში გამართულ სხდომაზე.მოვუწოდებთ ჩართულ მხარეებს და მედიას, ნუ ავრცელებენ ცრუ ინფორმაციას, რომელიც მხოლოდ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და საარჩევნო ადმინისტრაციის რეპუტაციის დაზიანებას ისახავს მიზნად", - აღნიშნულია განცხადებაში. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ემანუელ მაკრონმა ვოლოდიმირ ზელენსკის მასსა და დონალდ ტრამპს შორის შეხვედრის ორგანიზება შესთავაზა
საქართველოს რკინიგზის ყოფილი ხელმძღვანელი დავით ფერაძე დააკავეს
საელჩო: დიდმა ბრიტანეთმა სანქციების ახალ პაკეტში შეიყვანა ხომალდი SILVAR, რომელიც წლის დასაწყისში საქართველოს პორტში იმყოფებოდა
„საქართველოს ბანკის“ წარმომადგენელმა NextGen Payments & RegTech Forum-ზე გამოცდილება გააზიარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics