21:41 - 21 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-15 17:25:36, 8603 ნახვა

ცესკო - „სმარტმატიკი“ ადასტურებს, რომ სპეციალური მარკერები საარჩევნო ადმინისტრაციას მან მიაწოდა

კომპანია „სმარტმატიკი“ ადასტურებს, რომ საარჩევნო ბიულეტენზე არჩევანის დასაფიქსირებლად გამოყენებული სპეციალური მარკერები  საარჩევნო ადმინისტრაციას მან მიაწოდა,- ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ცესკო ავრცელებს.

როგორც ცესკოს განცხადებაშია აღნიშნული, „დაინტერესებული მხარეები 26 ოქტომბრის არჩევნებზე გამოყენებული ბიულეტენის შესავსებ მარკერთან დაკავშირებით ინფორმაციით მანიპულაციას  კვლავ აგრძელებენ“.

„საარჩევნო ადმინისტრაციამ არაერთხელ განმარტა, რომ საარჩევნო ბიულეტენზე არჩევანის დასაფიქსირებლად გამოყენებული სპეციალური მარკერები „სმარტმატიკმა“ მოგვაწოდა. აღნიშნულს ადასტურებს კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულება და მათ შორის მარკერების მიღება-ჩაბარების აქტები, რომლებიც საჯაროა და განთავსებულია სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონულ სისტემაში. ამის მიუხედავად პოლიტიკოსები საზოგადოებას კვლავ არწმუნებენ, რომ ცესკომ მარკერები შეცვალა, რაც არის სრული სიცრუე და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.

აღნიშნულიდან გამომდინარე საზოგადოებას გვინდა წარვუდგინოთ კომპანია „სმარტმატიკისგან“ მიღებული წერილი, რომლითაც კომპანია ადასტურებს, რომ მარკერი რომელსაც პოლიტიკოსები სააზოგადოებას უჩვენებდნენ და აცხადებდნენ, რომ ცესკოს მიერ იყო შეცვლილი, რეალურად საარჩევნო ადმინისტრაციამ სწორედ სმარტმატიკისგან მიიღო“,- აღნიშნულია ცესკოს განცხადებაში.

საარჩევნო ადმინისტრაცია აქვეყნებს წერილსაც, რომელშიც წერია: 

 „ვადასტურებთ, რომ ქვემოთ მოცემულ ფოტოზე ასახული მარკირების კალამი მოწოდებულია “Smartmatic”-ის მიერ ოქტომბრის საარჩევნო პროცესისთვის ხელშეკრულების ფარგლებში და შეესაბამება შავი და სწრაფად შრობის მელნის მოთხოვნებს. 

აღნიშნული მარკერები წარმოადგენენ იმ სახარჯ მასალას, რომელიც შედიოდა არჩევნების კონფიგურაციის პროცესის განმავლობაში არჩევნების მიზნებისთვის არსებულ კომპლექტაციაში, რომელ პროცესშიც “Smartmatic”-მა უზრუნველყო მხარდაჭერა“,- ნათქვამია წერილში.  





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
7-8 საათის განმავლობაში თბილისში თვის ნორმაზე 1.5-ჯერ მეტი ნალექი მოვიდა – სააგენტო
გახარია: ოკუპაცია არ შეიძლება გახდეს ვაჭრობის საგანი და ანექსია - ნორმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics