02:36 - 01 May, 2026
|
2024-11-15 16:42:45, 375 ნახვა
პოლიტიკა
ოკუპირებულ აფხაზეთში მომიტინგეები ე.წ. პარლამენტის შენობაში შეიჭრნენ [ვიდეო]
დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში მომიტინგეები ე.წ. პარლამენტის შენობაში შეიჭრნენ. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სამთავრობო-პროპაგანდისტული მედია „რია ნოვოსტი“ ავრცელებს. მედიის ცნობით, აქციის მონაწილეებმა ფანჯრები შეამტვრიეს და შენობაში ისე შევიდნენ. მანამდე, ე.წ. პარლამენტის შენობასთან მთელი დღის განმავლობაში საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა. შეგახსენებთ, დღეს, 15 ნოემბერს დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტში სოხუმს და მოსკოვს შორის „საინვესტიციო შეთანხმების პროექტის რატიფიცირება“ იგეგმებოდა, თუმცა იმის გამო, რომ ე.წ. დეპუტატებმა დღის წესრიგი არ დაამტკიცეს, სხდომა ჩაიშალა. აქციის მონაწილეები „დეპუტატებისგან“ სხდომის გამართვას და პროექტის წინააღმდეგ ხმის მიცემას მოითხოვენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)