2024-11-15 15:50:10, 378 ნახვა
მსოფლიო
ორბანი - ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს უნდა გადახედოს
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს უნდა გადახედოს, რადგან სანქციები ენერგომატარებლებზე ფასების ზრდას იწვევს, რაც ხელს უშლის ბლოკის ეკონომიკურ კონკურენტუნარიანობას,- ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა.
ორბანის თქმით, ამერიკული კომპანიები იხდიან იმ თანხის მეოთხედს, რასაც მათი ევროპელი კოლეგები ხარჯავენ გაზსა და ელექტროენერგიაზე და ამ ხარვეზის აღმოფხვრა მხოლოდ სანქციების გადახედვითაა შესაძლებელი.
"ენერგომატარებლებზე ფასები აუცილებლად უნდა შემცირდეს. ეს ნიშნავს, რომ სანქციები უნდა გადაიხედოს, რადგან არსებული სანქციების პოლიტიკის პირობებში, ფასები არ დაიკლებს",- განაცხადა ორბანმა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,