21:38 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-27 18:44:42, 563 ნახვა

პოლიტიკა
ეროვნული უშიშროების საბჭომ სამხედრო ძალების ახალი სტრუქტურა განიხილა

ეროვნულმა უშიშროების საბჭომ საქართველოს სამხედრო ძალების ახალ სტრუქტურასთან დაკავშირებული საკითხი განიხილა.

აღნიშნული საკითხის შესახებ მოხსენება საბჭოს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა და საქართველოს გენერალური შტაბის უფროსმა ვახტანგ კაპანაძემ წარუდგინეს.

„ვისაუბრეთ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის მნიშვნელოვან საკითხებზე. პირველ რიგში ეს იყო სამხედრო ძალების სტრუქტურა. ახალი სტურქტურა დავაფუძნეთ, რომლის მიხედვითაც იქნება ორი სარდლობა აღმოსავლეთისა და დასავლეთის. აგრეთვე ვისაუბრეთ იმ ძალიან ნათელ და მტკიცე პოზიციაზე, რომელიც გვაქვს ნატო-ს მომავალი სამიტისა და საქართველოს ნატო-ში გაწევრების მიმართ. ჩვენი პოზიცია  და გზავნილი არის ძალიან ნათელი. საქართველო ესწრაფვის ნატო-ში გაერთიანებას და ამისთვის განხორციელდება ჩვენი მუშაობა მომავალი სამიტის თვალსაზრისით. ეს პოზიცია არის ერთიანი და ამ პოზიციას გაატარებს სახელმწიფოს ყველა უწყება“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სხდომის დასრულების შემდეგ.

ცნობისთვის, ეროვნული უშიშროების საბჭო სამხედრო ძალების ახალ სტრუქტურას დასამტკიცებლად საქართველოს პრეზიდენტს წარუდგენს. საქართველოს კონსტიტუციის 98-ე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, სამხედრო ძალების სტრუქტურას ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ახალგორელ თამაზ გოლოევს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
ბოჭორიშვილი - გვექნება შესაძლებლობა, ჰერჩინსკი ვიხილოთ საგარეო საქმეთა სამინისტროში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics