|
2024-11-14 17:13:19, 334 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე ევროპარლამენტში გამართულ დებატებზე - პირდაპირ თეთრზე გვიმტკიცებენ, რომ შავია
ჩვენ მოვისმინეთ განცხადებები, რომლებიც გაჯერებული იყო სიცრუით, ტყუილით, თუმცა ამასთანავე, იყო განცხადებები, რომელიც შეეფერებოდა რეალობას,- ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე ჟურნალისტებთან საუბრისას ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ გუშინ გამართულ დებატებს. კალაძის განცხადებით, დებატებზე საუბარი იყო იმაზე, „თუ ვერ გაიმარჯვა იმ გუნდმა, რომელსაც მხარს უჭერდა რამდენიმე ევროპარლამენტარი, მაშინ ესე იგი არჩევნები არასწორად და ცუდად იყო ჩატარებული“.
ამასთან, რაც შეეხება არჩევნების გამოძიების მოთხოვნას, მისი თქმით, პროკურატურამ დაიბარა ყველა ის ადამიანი, რომელიც აცხადებდა, რომ გაყალბების მტკიცებულებებს ფლობდა, თუმცა რეალობა სხვაგვარი აღმოჩნდა.
შეგახსენებთ, გუშინ, 13 ნოემბერს ევროპარლამენტში, საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შედეგებისა და რუსეთის სავარაუდო ჩარევის შესახებ დებატები გაიმართა. დებატებზე საუბარი იყო როგორც სანქციების, ისე სავიზო რეჟიმის დაწესებაზე.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)