|
2016-02-27 18:16:26, 1451 ნახვა
კომენტარი
პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმის საქმე უახლოეს მომავალში გაიხსნება
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დარწმუნებულია, რომ „თავისუფალი დემოკრატების“ გენერალურ მდივან ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმის საქმე უახლოეს მომავალში გაიხსნება. როგორც პრეზიდენტმა უშიშროების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნული საკითხი სხდომის დღის წესრიგში არ იყო, თუმცა მან პეტრიაშვილის მდგომარეობა მოიკითხა. „ბუნებრივია ეს არის იყო უშიშროების საბჭოს დღის წესრიგში, მაგრამ ბატონი ალექსი, რომელიც ჩვენთვის ყველასთვის ახლო ადამიანია, მოვიკითხეთ. ეს საქმე დარწმუნებული ვარ, რომ ახლო მომავალში გაიხსნება“, - განაცხადა პრეიზდენტმა. ჟურნალისტის კითხვაზე - გაზრდილია თუ არა ქვეყანაში კრიმინალი, პრეზიდენტმა უპასუხა, რომ ყველა სახელმწიფო უწყებამ, განსაკუთრებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ და პროკურატურამ უნდა იმუშაოს, რომ ასეთი დანაშაული არ ხდებოდეს. „ერთი დანაშაულიდან გამომდინარე, ბუნებრივია, განზოგადებას ვერ გავაკეთებთ“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. შეგახსენებთ, გუშინ, თბილისში, საბურთალოს რაიონში, უცნობმა პირებმა ალექსი პერტიაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ორივე ქვედა კიდური დაუზიანეს. მას გუშინ რესპუბლიკურ საავადმყოფოში ოპერაცია ჩაუტარდა. პეტრიაშვილის მდგომარეობა სტაბილურია. შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტმა გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)