03:36 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-14 09:56:23, 455 ნახვა

მსოფლიო
ბაიდენი ტრამპს: უკრაინის მხარდაჭერა აშშ-ს ინტერესებში შედის

პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ ბაიდენმა ტრამპთან საუბარში ხაზგასმით აღნიშნა: უკრაინის შემდგომი მხარდაჭერა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ თავდაცვით ომში შეესაბამება შეერთებული შტატების ეროვნულ ინტერესებს. თავად ტრამპმა, The New York Post-ის (NYP) ჟურნალისტის კითხვაზე პასუხის გაცემისას განაცხადა, რომ საუბრის მნიშვნელოვანი ნაწილი ახლო აღმოსავლეთში სამხედრო კონფლიქტს დაეთმო. „მინდოდა მცოდნოდა მისი (ბაიდენის) შეფასება სიტუაციის შესახებ და რას ფიქრობდა იგი“, - ციტირებს გაზეთი არჩეულ პრეზიდენტის.

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დაჰპირდა თავის წინამორბედ და მემკვიდრე დონალდ ტრამპს, რომ უფლებამოსილების გადაცემა შეუფერხებლად წარიმართებოდა.

მათი შეხვედრა ოთხშაბათს, 13 ნოემბერს, ვაშინგტონში, თეთრ სახლში შედგა. 81 წლის დემოკრატმა და 78 წლის რესპუბლიკელმა ხელი ჩამოართვეს ოვალური ოფისის ანთებული ბუხრის წინ. "პოლიტიკა რთული ბიზნესია და ხშირ შემთხვევაში ეს არ არის ძალიან ლამაზი სამყარო. მაგრამ დღეს ეს მშვენიერი სამყაროა და მე ნამდვილად ვაფასებ მას", - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს შეხვედრის შემდეგ.

თეთრი სახლის პრესმდივნის კარინე ჟან-პიერის განცხადებით, პოლიტიკოსებს შორის საუბარი დაახლოებით ორ საათს გაგრძელდა.

„მათ განიხილეს ეროვნული უსაფრთხოებისა და საშინაო პოლიტიკის მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც ქვეყნის და მსოფლიოს წინაშე დგას“, - განუცხადა მან პრესას.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics