|
2024-11-13 15:35:04, 351 ნახვა
პოლიტიკა
საარჩევნო ადმინისტრაციასთან შეკრებილები აღმაშენებლის ძეგლის მიმართულებით მსვლელობას მართავენ
საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო ადმინისტრაციასთან შეკრებილებმა ცესკოს ტერიტორია დატოვეს და მსვლელობით აღმაშენებლის ძეგლისკენ მიემართებიან. ცოტა ხნის წინ, აღმაშენებლის ხეივანში მარშის მიმდინარეობის დროს პოლიციასთან დაპირისპირება მოხდა. ხმაური და დაძაბულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც სამართალდამცველებმა სცადეს, რომ მსვლელობის მონაწილეები გზის უკიდურეს მარჯვენა მხარეს გადაეყვანათ. „ქალებს გვეჭიდავებიან. გადაგვიარეს შუა ქუჩაში - მათ, სამართლადამცველები რომ ჰქვიათ - ლაჩრები. აი, ამ დღეში ჰყავთ ე.წ. სახელმწიფო ინტიტუტები. გადაგვიარეს ქალებს მშვიდობიანი აქციის დროს“,- უთხრა ჟურნალისტებს კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა ნაცვლიშვილმა. ცნობილია, რომ მსვლელობა აღმაშენებლის ძეგლთან დასრულდება. შეგახსენებთ, მანამდე, მსვლელობის მონაწილე ქალებმა საპროტესტო აქცია, სლოგანით „დავიბრუნოთ ჩვენი ხმა!“, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციასთან გამართეს. აქციაზე დაპირისპირება მოხდა, რომელიც მას შემდეგ დაიწყო, რაც პროტესტის მონაწილეები შეეცადნენ, ცესკოს შენობაში შესულიყვნენ, თუმცა მათ სამართალდამცველები ჭიშკრის გაღების საშუალებას არ აძლევდნენ. მოგვიანებით, პოლიციამ ჭიშკარი გახსნა და აქციის მონაწილეებმა საარჩევნო ადმინისტრაციის ეზოში შესვლა შეძლეს. „ვითხოვთ ახალ არჩევნებს“ - ამ მოთხოვნით შეკრებილმა ქალებმა ცესკოს სახელზე ინდივიდუალური განცხადებები დაწერეს, ცესკოს კანცელარიას ჩააბარეს და არჩევნების შედეგების ბათილობა მოითხოვეს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)